მოხდა ის, რომ საერთო ჯამში 18 ქვეყნის წარმომადგენელი 41 სპორტსმენი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან მოიხსნა. ამის მიზეზი ანტისადოპინგო სააგენტოს სისტემა ADAMS- ში პირადი მონაცემების შეტანისას დაშვებული დარღვევებია. ხსენებული სისტემა 2005 წლიდან მუშაობს. მისი მეშვეობით ანტისადოპინგო სააგენტო მუდმივად თვალს ადევნებს სპორტსმენის გადაადგილებებს ვარჯიშებზე, შეკრებებზე, დასასვენებლადაც კი და საშუალება აქვს, ნებისმიერ დროს და ადგილას გაუგზავნოს ექსპერტები დოპინგზე სინჯის...
წელი: 2019
აი, გოლი!
აქ, ბევრი ლაპარაკი ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ, უნდა ნახოთ, რა გოლი გაიტანა „რენის” 32 წლის მოთამაშემ ჰატემ ბენ არფამ „ლიგა 1″-ის 31-ე ტურის შეხვედრაში „ანჟეს” კარში. ეს გახლდათ მატჩის პირველი გოლი. თამაში 3:3 დამთავრდა. ჰატემ ბენ არფას კარიერაში უთამაშია „ლიონში”, „მარსელში”, „ნიუკასლ იუნაიტედში”, „ჰალ სიტიში”, „ნიცასა” და „პარი სენ ჟერმენში”. ახლა ის „რენის” ფეხბურთელია....
აზარის ბაზარი დასრულდა. რიგში პოგბაა!
„სანი” წერს, რომ „რეალმა” „ჩელსისთან” ედენ აზარის ტრანსფერი უკვე გაჩარხა და ახლა პოლ პოგბას გადასაბირებლად მთელი ძალით „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკვეთება. უმსხვილესი ინგლისური გამოცემა ირწმუნება, რომ ზინედინ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალი სახეების მიყვანა ბელგიელით დაიწყო და საქმე ფაქტობრივად გაკვაჭულიც აქვს. ის, რომ 28 წლის ვარსკვლავში მადრიდელები 100 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, თურმე ერთ-ორ დღეში ოფიციალურადაც გამოცხადდება. „ჩელსის” ფიფამ სატრანსფერო...
აცილებაც ამას ჰქვია!
„პარი სენ ჟერმენისა” და კამერუნის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგმა „სტრასბურგთან” შეხვედრაში ისეთი მომენტი გააფუჭა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. „პარკ დე პრენსზე” გაცუდებულ მომენტზე ბევრგან დაწერეს მსოფლიოს ყველა დროის უარეს აცილებათა სიაში პირველ ადგილზე ადგილი მყარად დაიკავაო. შუპო-მოტინგის მომენტზე უფრო კურიოზულის „შექმნა” ფეხბურთელთა მომავალ თაობებს წესით ძალიან უნდა გაუჭირდეთ. საინტერესოა, რომ მე-13...
ქართულ მაქსიმალიზმს რა ვუთხრათ?!
ქართულ მაქსიმალიზმს რა ვუთხრათ, თორემ ძიუდოს “გრან პრის” რანგის ტურნირზე ერთ დღეში სამი მედალი ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებისთვის ჩინებული შედეგია. არადა, დილიდან რომ დაერივნენ ჩვენი ბიჭები მეტოქეებს, სულ ტატამთან ახსნევინეს სიყვარული. მერე კი გადამწყვეტი შეხვედრების და ჩვენი გულისწყვეტის დრო დადგა. 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ნახევარფინალისტი გვყავდა – გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. ორივე თურქმა დაგვიმარცხა. ოერლერმა...
ვინ წამომყვება მწვერვალზე?
ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა. უკვე საფლეიოფი გათვლები დაიწყო, ლებრონ ჯეიმსს კი პირველად 15 წლის განმავლობაში ხანგრძლივი შვებულება ერგო. ამ ამბავთან დაკავშირებით ყველაზე ზუსტი კომენტარი „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ გააკეთა: “ზედიზედ რვა ფინალის და სამი ჩემპიონობის შემდეგ ფლეი-ოფს მიღმა დარჩენა სრულებით ახლებური განცდაა. კალათბურთი წინ მიდის და ახალი ვარსკვლავები იბადებიან, მაგრამ...
ბაიერნმა დორტმუნდი გაანადგურა
„ალიანს არენაზე” „ბაიერნმა” „დორტმუნდს” 5:0 მოუგო და ცხრილის სათავეში დაბრუნდა. შეხვედრის პირველ 17 წუთში დორტმუნდელთა კარში გოლები გაიტანეს მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. ჰუმელსმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. გარდა იმისა, რომ მან სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ზოგადადაც ჩინებულად ითამაშა, რასაც ტრიბუნიდან გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი ადევნებდა თვალყურს. გერმანული პრესა აღნიშნავს თომას მიულერის...
კოშტა, მსაჯის დედა და წითელი ბარათი
„კამპ ნოუზე”, „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მადრიდელები 28-ე წუთზევე უმცირესობაში დარჩნენ. მიზეზი: დიეგო კოშტა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ეს იყო პირდაპირი წითელი ბარათი. თამაშის წინ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკოს” 8 ქულით უსწრებდა. შეხვედრა „ბარსელონას” გამარჯვებით, 2:0 დამთავრდა და ახლა გუნდებს შორის 11 ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია. კოშტამ თავისი საქციელით „ატლეტიკო” ცუდ დღეში ჩააგდო. „კამპ ნოუზე”...
ლუკას გახარება
ანტალიის გრან პრიზე ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს. მან ერთი ამოსუნთქვით გაიარა სატურნირო ბადე და მაყურებლების ოვაციის ფონზე ავიდა კვარცხლბეკზე. ბუნებრივია, ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალია, რომელშიც ლუკამ იტალიელი კრისტიან პირლეტი დააიპონა. თუმცა, ტურნირის და შესაძლოა, კარიერის ჯარჯერობით უმთავრესი იპონი ლუკამ ნახევარფინალში მიითვალა: რუსი ჰასან ხალმურზაევსმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და მისი აბუჩად აგდება და ვადამდე...
წახამუშება
ჩემი შვილი კი არ დავაყენე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი დავაყენე, თან ისე, რომ სხვა გამოსვალი არ მქონდაო. ასე თქვა, „რეალის“ სათავეში მობრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, როცა ერთი კვირის წინ, 3-2-ზე მოგებულ თამაშში „რეალის“ ძირითადში მისი ვაჟი, ლუკა დააყენა კარში. იღბლიანი დღე გამოვიდა. ახალბედა მეკარე ჩადგა და მოიგეს. მესამე მეკარე. ზიზუმ იოლად ახსნა: ტიბო კურტუა დამტვრეულია, კეილორ ნავასს...









