„სანი” წერს, რომ „რეალმა” „ჩელსისთან” ედენ აზარის ტრანსფერი უკვე გაჩარხა და ახლა პოლ პოგბას გადასაბირებლად მთელი ძალით „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკვეთება.
უმსხვილესი ინგლისური გამოცემა ირწმუნება, რომ ზინედინ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალი სახეების მიყვანა ბელგიელით დაიწყო და საქმე ფაქტობრივად გაკვაჭულიც აქვს. ის, რომ 28 წლის ვარსკვლავში მადრიდელები 100 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, თურმე ერთ-ორ დღეში ოფიციალურადაც გამოცხადდება.
„ჩელსის” ფიფამ სატრანსფერო აკრძალვა დაადო და ვარაუდობდნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი კლუბი ფეხბურთელს არ გაყიდდა, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა ამჯობინეს აზარში ახლავე აეღოთ ფული, რადგან 2020 წელს ის თავისუფალი აგენტი გახდება და არის საშიშროება, რომ უფასოდ გადავა სხვაგან.
„მარკა” კი წერს, რომ ახლა, აზარის საქმის მოკვარახჭინების შემდეგ, „რეალი” უფრო რთულ საქმეს შეეჭიდება — „მანჩესტერ იუნაიტედისგან” პოლ პოგბას ყიდვას მოიწადინებს. არის ეჭვი, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა, რომელიც დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი საქმოსანია, „იუნაიტედზე” ზეწოლას მოაწყობს. თავის მხრივ, მანჩესტერელებს პოგბას გაყიდვა არ უნდათ და ცდილობენ 26 წლის ფრანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს — პოგბა თურმე კვირაში 500 000 გირვანქას ითხოვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
