დღევანდელი ქართული ქალთა ხელბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიის „პელისტერში” თამაშობს, რომელმაც ამ ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურში 35:33 დაამარცხა „გევგელია”. ამ გამარჯვების წყალობით ჩოხელი და მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ანუ „ფინალურ ხუთეულში” („ფლეი-ოფს” ეძახიან) თამაშის უფლება მოიპოვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
ჩოხელს, რომელიც ამპლუით ხაზის მოთამაშე (უხეში ანალოგიით ცენტრალური თავდამსხმელი) გახლავთ, მაკედონიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 67 გოლი დაუგროვდა. „გევგელიასთან” შეხვედრაში მედეამ 4 გოლი შეაგდო.
მაკედონიის ჩემპიონატში რეგულარული პირველობის საუკეთესო ხუთი გუნდი ორწრიანი ტურნირით ავლენს ქვეყნის ჩემპიონის ვინაობას.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
