ხორვატიის ნაკრების და „ლივერპულის“ მცველმა დეიან ლოვრენმა რუსებთან პენალტების სერიაში მოგებულ მატჩზე და ინგლისელებთან კარსმომდგარ ნახევარფინალზე ისაუბრა: – რუსეთის ნაკრებთან თამაში ადვილი არ ყოფილა. პირველ რიგში, მათი თავდასხმის ხაზზე მინდა ვისაუბრო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქის შემტევები განზრახ ეძებდნენ ჩვენთან კონტაქტს, რათა შემდეგ მსაჯთან აპელირების გზით პენალტის დარტყმის უფლება მიეღოთ. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ გუნდური...
წელი: 2018
ეს რამ დაგაწერინა ?!
ერთი გირვანქით 140 ათას 505 გირვანქას იგებდა აბერდინელი მარკ მორისონი ივან პერიშიჩს რუსეთთან საჯარიმოს გარედან რომ გაეტანა. რა ეწერა მორისონს ? 1) შვედეთი-ინგლისი, ჰარი მაგუაიერი თავით გაიტანს. 2) საფრანგეთი – ურუგვაი, ანტუან გრიზმანი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 3) ბრაზილია – ბელგია, კევინ დე ბრუინი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 4) რუსეთი – ხორვატია, ივან პერიშიჩი საჯარიმოს გარედან გაიტანს....
იოკოძუნების მარცხი. ტოჩინოშინი ლიდერია!
ნაგოა ბაშოს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს: კომუსუბი მიტაკუემი და ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი. ლევანმა აბი ნაცადი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და არც დიდი ჯაფა დასდგომია. დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ, მეორე იოკოძუნა ჰაკუჰო კი მუხლის მყესის დაზიანების გამო ტურნირიდან მოიხსნა. თუ ტრავმას მალევე მოიშუშებს, მას აქვს ტურნირზე დაბრუნების უფლება. ყველაფერი ეს კი ლევან გორგაძის წისქვილზე ასხამს წყალს და თუ...
შენ ხარო f****** s***
„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია. ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო. გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა:...
რატომ არ უნდა ნეიმარს რეალში გადასვლა?
კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. ახლა საინტერესოა ვინ დაიკავებს მის ადგილს მადრიდში. „შპორტ ბილდი” წერს, რომ „თეთრების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ყველაფერს ნეიმარის ყიდვა ურჩევნია, მაგრამ ბრაზილიური GloboEsporte-ს ვარაუდით „რეალი” დიდ წინააღმდეგობას წააწყდება და არა მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის” არამედ საკუთრივ ფეხბურთელის მხრიდანაც. მიზეზი: ნეიმარს მადრიდში გადასვლა იმიტომ უნდოდა, რომ რონალდუსთან წყვილში დიდი ტიტულების მოგების ეიმედებოდა....
ფრანგების ჩაცმა გარიგებულია ?
ექვსი მატჩი ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა და ტრუს-მაისურ-გეტრების ფერთა კომბინაცია ერთხელაც არ გაუმეორებიაო, წერს არგენტინული „ოლე“ და ირონიულად კითხულობს, შავ-ბნელ ძალებთან ხომ არ აქვთ ურთიერთობა და რიტუალს ასრულებენო. „ოლე” იმასაც ამტკიცებს, რომ დიდიე დეშამს პრესკონფერენციაზე ყოველთვის ახლავს უგო ლორისი. მხოლოდ ერთხელ არ იახლა – დანიასთან მატჩის წინ – ლორისს კი ამ შეხვედრაში არ უთამაშია და მატჩიც...
ყველაზე ძვირი ბებერი ვაჟბატონი
112 მილიონი ევრო მადრიდის „რეალს“, კრიშტიანუ რონალდუ 4 წლით „იუვენტუსს“, 30 მილიონი წელიწადში რონალდუს და ღია წერილი „რეალის“ ფანებს – ასე დამთავრდა ცხრაწლიანი, უხვგოლიანი და მრავალტიტულიანი მადრიდული ეპოქა აწ უკვე „რეალისთვის“ ლეგენდად ქცეული პორტუგალიელისა. ესაა ყველაზე ძვირი ტრანსფერი ორივე კლუბის ისტორიაში და თან, 33 წლის ფეხბურთელში ამდენი აქამდე არავის გადაუხდია. „იუვენტუსმა“ გადაიხადა 112 მილიონი და...
ნიცაში კი პანიკა იყო
საფრანგეთის ნაკრების ფინალში გასვლას ქვეყნის ბევრ ქალაქში ხალხი ქუჩაში, ზეიმით შეხვდა, თუმცა ნიცაში ექსცესი მოხდა: ქალაქის ცენტრში, თავშეყრის ადგილზე პეტარდების ხმა ცეცხლსასროლი იარაღისა ეგონათ და პანიკაში ოცდაათამდე ადამიანი დაშავდა. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც პეტერბურგში, ნახევარფინალური შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, მსაჯმა ჩასტვინა და „ლურჯებმა” „წითელ ეშმაკებს” სამუელ უმტიტის გოლით 1:0 მოუგეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახლომახლო ტერასიდან ვიღაცამ...
კურტუა: ფრანგებმა ანტიფეხბურთი ითამაშეს
ნახევარფინალში 0:1 წაგების შემდეგ, ბელგიის ნაკრების გამწარებულმა მეკარემ ტიბო კურტუამ მეტოქის თამაშს ანტიფეხბურთი უწოდა. ბელგიურ გაზეთ Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში მან თქვა: „საფრანგეთმა ანტიფეხბურთი ითამაშა. ჯერ არასდროს მინახავს, მეტოქის თავდამსხმელი კარისგან ასე შორს იდგეს. რასაკვირველია, მათ ასე თამაშის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ასეთი რაღაც ლამაზი სანახავი არ არის. და განა მრატო ფრანგების ტაქტიკა? მსაჯობაც ცუდი იყო”. თუმცა, კურტუას...
ტოჩინოშინი და სამნი
ნაგოა ბაშომ მესამე საშეჯიბრო დღე მოილია და დაუმარცხებელი ოთხი ფალავანიღა დარჩა. მათ შორისა ჩვენი ტოჩინოშინიც. ლევან გორგაძის ჯახი გამოცდილ კომუსუბი სიოჰოძანთან მეტისმეტად ხანმოკლე გამოდგა – ქართველმა გულში ჩაიკრა იაპონელი გოლიათი, მავაშში ჩავლება დაასწრო, ასწია და ძირს მხოლოდ დოჰიოს მიღმა დაუშვა. მესამე გამარჯვება და სამივე სხვადასხვა ტექნიკური შესრულებით – ჩვენებური სუმოს მონსტრად ყალიბდება. ტოჩინოშინის დარად ზედიზედ...









