ნაგოა ბაშომ მესამე საშეჯიბრო დღე მოილია და დაუმარცხებელი ოთხი ფალავანიღა დარჩა. მათ შორისა ჩვენი ტოჩინოშინიც.
ლევან გორგაძის ჯახი გამოცდილ კომუსუბი სიოჰოძანთან მეტისმეტად ხანმოკლე გამოდგა – ქართველმა გულში ჩაიკრა იაპონელი გოლიათი, მავაშში ჩავლება დაასწრო, ასწია და ძირს მხოლოდ დოჰიოს მიღმა დაუშვა. მესამე გამარჯვება და სამივე სხვადასხვა ტექნიკური შესრულებით – ჩვენებური სუმოს მონსტრად ყალიბდება.
ტოჩინოშინის დარად ზედიზედ იმარჯვეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ და კაკურიუმ, აგრეთვე სეკივაკე მიტაკუემიმ.
ქართველი ოძეკის ხვალინდელი მეტოქე ჯერაც გამოუცდელი აბი იქნება. აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვედნენ და ლევანმა იმარჯვა.
რანგით მეორე ძურიოს დივიზიონში სამი ბრძოლიდან მეორე მოიგო თეიმურაზ ჯუღელმა, იაპონიაში გაგამარუს სახელით რომ არის ცნობილი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
