წელი: 2018

Home 2018
ტოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნა
ჩანაწერი

ტოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნა

ნაგოია ბაშოზე ისე მიდიოდა საქმე, გუშინდელი მარცხის მიუხედავადაც კი ლევან გორგაძე გამარჯვების ჩინებულ შანსს ინარჩუნებდა. იმედი გვქონდა, რომ დღევანდელი მოგებით ტოჩინოშინი ისევ ლიდერის რანგში გააგრძელებდა ბაშოს, მაგრამ… ქართველმა გოლიათმა დღეს დილით შესაბამის კომიტეტს მიმართა და ტურნირიდან მოიხსნა. ჩვენებურს გუშინდელ მარცხიან ბრძოლაში ფეხის ცერა თითი დაზიანებია და ტოკიოში გაფრინდა პირად ექიმთან კონსულტაციის გასავლელად. თუ ტრავმა ნაკლებად...

ჩელსის სარი
ჩანაწერი

ჩელსის სარი

ახლა უკვე ოფიციალურად: ლონდონის „ჩელსის“ ახალი სეზონიდან 59 წლის მაურიციო სარი გაწვრთნის. „ლურჯების“ თავკაცად ეს იტალიელი სპეციალისტი რომ დაინიშნებოდა, ფაქტობრივად, მაშინვე გაცხადდა, როცა ლონდონი მეორე იტალიელმა, ანტონიო კონტემ დატოვა. აქამდე რატომ ვერ მოგვარდა სარის დანიშვნისა და კონტეს გაშვების საკითხი? „ჩელსის“ კონტესთვის კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 9 მილიონი გირვანქა უნდა გადაეხადა, სარი კი… ავსტრალიაში ისვენებდა...

კირსანი მოხსნეს
ჩანაწერი

კირსანი მოხსნეს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში სამწლიანი ბუბუნის შემდეგ მიწა იძრა: ფედერაციის ეთიკის კომისიამ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერება ამ შემთხვევაში მოხსნის ტოლფასია, რადგან ყალმუხეთის ექს-პრეზიდენტის თავზე იმდენი ღრუბელი დაგროვდა, ფიდეში მისი დაბრუნების ბავშვსაც აღარ სჯერა. ილუმჟინოვი მსოფლიო ჭადრაკს თითქმის ყმაწვილკაცობაში, 1995 წელს ჩაუდგა და აღნიშნული ამბავი “სარბიელში” გიო ახვლედიანის სულ პირველი სვეტის თემადაც იქცა. ბევრი სასარგებლო...

„მატჩი მესამე ადგილისთვის“
ჩანაწერი

„მატჩი მესამე ადგილისთვის“

ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა? ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე არ უნდა დაამცირო, რომ რაღაც სულელურ თამაშში კიდევ უფრო სულელური მედლებისთვის საბრძოლველად გამოიყვანო მოედანზე. რა...

ხორვატია — მინუს ხუთი
ჩანაწერი

ხორვატია — მინუს ხუთი

პარასკევის ვარჯიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიის ნაკრებს ხუთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ამ ხუთეულიდან ორის, ივან პერიშიჩისა და ივან სტრინიჩის თამაში კვირას, ფრანგების წინააღმდეგ საეჭვოა. დანარჩენი სამი ფეხბურთელი, რომლებმაც არ ივარჯიშეს იყვნენ დეიან ლოვრენი, დანიელ სუბაშიჩი და სიმე ვრსალკო. როგორც პრესა ვარაუდობს ეს ფეხბურთელები ხორვატთა გუნდის ხელმძღვანელობამ უბრალოდ დაასვენა. პერიშიჩმა და სტრინიჩმა ინგლისთან ნახევარფინალური მატჩი ვერ...

რეალი ნეიმარის შესახებ
ჩანაწერი

რეალი ნეიმარის შესახებ

უკვე დიდი ხანია დადის ჭორი, რომ „რეალს” ნეიმარის შეძენა უნდა. მას მერე, რაც მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა ეს ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „რეალმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა — მას „პარი სენ ჟერმენის” მოთამაშე არ არინტერესებს. ამ ზაფხულზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მადრიდელები ბრაზილიელი ვარსკვლავის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. პირველად ნეიმარის შეძენის სურვილი მათ 2 ივლისს იუარეს...

სექსისტური მარაზმი, ანუ პირიქით…
ჩანაწერი

სექსისტური მარაზმი, ანუ პირიქით…

ჯერ ოფიციალურ ინფორმაციას გაახლებთ: „ფიფა რეკომენდაციას აძლევს საფეხბურთო ტელეტრანსლაციების ორგანიზატორებს, იშვიათად გამოაჩინონ კადრში მიმზიდველი ქომაგი გოგონები. როგორც ფიფას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფედერიკო ადიეჩიმ განაცხადა, ეს აქცია სექსიზმთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება და მივიღებთ ზომებს იმის წინააღმდეგ, რაც არასწორია“. სიმართლე გითხრათ, სანამ რამდენჯერმე არ გადავიკითხე, სრულად ვერ აღვიქვი მარაზმის მასშტაბი. ტრიბუნებზე ლამაზ გოგონებს ნუ აჩვენებთ...

ქუინზლენდმა კარი გაიჯახუნა
ჩანაწერი

ქუინზლენდმა კარი გაიჯახუნა

შედარებით თამამ, ლაღ გარემოში ჩატარდა ცამეტკაცას (რაგბილიგის) “სტეით ოფ ორიჯინ”-სერიის მესამე და დასკვნითი მატჩი ბრისბენში, “სანკორპ სთედიუმზე”. წინა თამაშების 80-ათასიანი აუდიტორიის  ნაცვლად ამჯერად 50 ათასი ქომაგი ღრიალებდა მხიარულად და თვითონ თამაშიც უფრო სანახაობრივი გამოვიდა, რახან ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებს უკვე დაებევებინა სერიის მოგება ორი გამარჯვებით და მოტივაციაც, სერიის ყოველი თამაშის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ოდნავ ნაკლები...

რუსი მიდის!
ჩანაწერი

რუსი მიდის!

განა რა ფეხბურთი ითამაშა რუსეთის ნაკრებმა საშინაო მონდიალზე? გაილაღა საუდეთის და ეგვიპტის უსუსტეს გუნდებთან, გაცამტვერდა ურუგვაისთან, გაძლებაზე ეთამაშა ესპანეთს და გაუმართლა პენალტებში, თუმცა, იგივე სცენარმა ხორვატებთან მხოლოდ სანახევროდ იმუშავა… და მაინც: რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ევროპული (არამხოლოდ) სკაუტების ინტერესმაც იმატა. აქამდე რუსული ფეხბურთი საკუთარ წვენში იხარშებოდა. სახელმწიფო კორპორაციებისა და (გაზპრომი,...

გრიზუს გრიზი მირჩევნია
ჩანაწერი

გრიზუს გრიზი მირჩევნია

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა: „ოქროს ბურთი”: ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის” კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი” დიდად არ მანაღვლებს. თავს დავდებ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. ყველაფერს რაც შემდეგ მოხდება, მოგვიანებით მივესალმები....