ამბობენ, რომ ანდრეს ინიესტა მაინც შეიტყუეს ჩინეთში. ესპანურ პრესაში აქა-იქ გაჩნდა ცნობები, თითქოს „ბარსელონას” ვეტერანს „ტიანჯინ ქუანჯიანის” პატრონებმა უზარმაზარი ხელფასის გარდა მაცდური ბიზნეს წინადადებაც შესთავაზეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩინური კლუბი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონს წელიწადში 35 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი მაინც ყოყმანობდა. ახალი წინადადება კი ასეთია: კლუბი ვეტერანს 35 მილიონ ევროსა და მისი...
წელი: 2018
ნკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !
3 თებერვალს ბურუნდის ქალაქ კირემბაში გაიმართა ფრიად თვალსასეირო და დაძაბული ამხანაგური ასპარეზობა ფეხბურთში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწვანე მინდროზე ერთმანეთს პირისპირ წარსდგნენ კირემბას ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი და ბურუნდის პრეზიდენტის პიერ ნკურუნზიზას გუნდი „ალილუია“. „ალილუიას“ შემადგენლობაში თამაშობს თავად ნკურუნზიზა – ძირითადად ძირითადში – და მისი კლუბის დევიზია „ კომეზა გუსენგა!“ BBC-ის ცნობით, შეხვედრა დასრულდა „კირემბას“ მწვრთნელის...
სპორტის რუხი კარდინალი
სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჟურნალისტიკაში. 1996 წელი იდგა და ტურინის „იუვენტუსმა“ სწორედ იმ წელს ფრანგული „ბორდოდან“ ზინედინ ზიდანის ტრანსფერი გაჩარხა. ერთ-ძალიან ცნობილ ქართველ ფეხბურთელს აზრი ჰკითხეს ამ ტრანსფერის შესახებ და მანაც უპასუხა, მედიას რომ არ გაებუქებინა მისი ნიჭიერება, დიდი ვერაფერი ვარსკვლავიაო. ერთი მხრივ, არ დავეთანხმე ამ აზრს, მაგრამ მეორე მხრივ, მესიამოვნა მედიის როლისთვის ხაზის გასმა....
კრონკია და ჯუჯა არსენალი
„არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლოუ ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ამერიკელ მეპატრონეს, სტენ კრონკის არც არსენ ვენგერის მომავალი აინტერესებს და არც „მეთოფეთა” თამაშის ხარისხი. მისთვის მთავარია წლის ბოლოს მოგება რჩებოდეს. „არსენალი” ვენგერის მწვრთნელობის 22 წლიან ეპოქაში უარეს სეზონს ატარებს. დიდი შანსია, ლონდონელები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სხვადასხვა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან „მეთოფეებმა” ოთხივე...
რუსეთი დღეს: მილიონი ხუთ დღეში!
მედიისთვის ცნობილი გახდა კონტრაქტის დეტალები, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-სთან გააფორმა. ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას სეუ ჟოზე რუსეთში ჩავა და ხუთი დღის განმავლობაში მიწვეული ექსპერტის სტატუსით გააშუქებს მოვლენებს. პორტუგალიელი ხუთდღიან ექსპერტიზაში მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც აშკარად კოსმოსური ჰონორარია. რა გასაკვირია, რომ რუსების წინადადების მიღებისთანავე მოურინიუმ ბრიტანულ BBC-ს ანალოგიურ...
ევროპული ცარცის წრე
ესპანურმა პორტალმა „დარიო გოლმა” დაწერა, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი „დორტმუნდის” ნახევარმცველის, ამერიკელი კრისტიან პულიშიჩის ყიდვას აპირებს. პორტალის თანახმად 70 წლის პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილის შემცვლელად ესახება. ამბობენ, რომ 28 წლის ბეილი სეზონის დამთავრების შემდეგ მადრიდიდან წავა. გერმანული „შპორტ ბილდი” კი წერს, რომ პერესი დორტმუნდელთა აღმასრულებელი შეფის ჰანს-იოახიმ ვაცკეს მეგობარია, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად...
პატივისცემა
„ფიორენტინა” გარდაცვლილ კაპიტანს, დავიდე ასტორის ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტით მიაგებს პატივს და თანხას მის ოჯახს გადაუხდის. როგორც „იების” პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ განაცხადა, 31 წლის ფეხბურთელი კლუბთან უკვე შეთანხმებული იყო და ორშაბათს ახალი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. დავიდე ასტორი კვირას, სასტუმროში, ძილში გარდაიცვალა. ფეხბურთელს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა. ახალი კონტრაქტის თანახმად გარდაცვლილის ხელფასი, წელიწადში 1,11...
სტენლი მეტიუზის სამი ტიტული
სტენლი მეტიუზი დაიბადა 1915 წლის 1 თებერვალს, სტოკში თავდამსხმელი წონა: 71 კგ. სიმაღლე 174 სმ. ოქროს ბურთის მფლობელი (1956) კლუბები: სტოკ სიტი (1931 – 1942 და 1961 – 1965 ), ბლეკპული (1947- 1961 ). ტიტულები: ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (1948, 1963); ინგლისის თასის მფლობელი (1953); 1965 წელს მიენიჭა ტიტული – სერ. ინგლისის ჩემპიონატში:...
ბარსელონას მოგებული ფრე
„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს. „თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით...
შირერი მიხვდა
ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ. „არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა. „ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს. „არაფერია...









