ბოლო ცნობის თანახმად ჰარი კეინი ზაფხულში „ტოტენჰემიდან” არ გადავა. ეს „დეზების” მწვრთნელისთვის, მაურიციო პოჩეტინიოსთვის მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა მას მცველების, ტობი ალდერვეირელდისა და დენი როუზის შესანარჩუნებლად მოუწევს „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჭიდილი. კეინის შეძენა „რეალს” სურს. ამბობენ, მადრიდელებს კარგად მოეხსენებათ თავდამსხმელში 200 მილიონი გირვანქის (224,1 მილიონი ევრო) გადახდა რომ მოუწევთ, მაგრამ თანხა არ აშინებთო. არც ფეხბურთელია „რეალის” მიმართ გულგრილი,...
წელი: 2018
აბა, მოედანი?
უეფას მიერ შემუშავებული ახალი ფორმატის წყალობით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ერთი შეხედვით ჩინებული შანსი ეძლევა. ლატვია, ყაზახეთი, ანდორა – ამათ ძლევას უპირობოდ ითხოვს ქომაგი. ქართული ბუნება-ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაგვილაგებია გეგმები, აგვიშენებია ოცნებების კოშკები, მაშინაც კი, როცა გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები გვყოლია მეტოქეებად და რა გასაკვირია რომ, მოლოდინი ამჯერადაც დიდია...
შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...
უსარგებლო სულელი
თემთა პალატაში გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა სერიოზულად დააყენა ზაფხულში რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკითხი. ეს უკვე ხუმრობა აღარ არის… სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ლონდონში ბრიტანული დაზვერვის რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს. სკრიპალს სამშობლოს ღალატისთვის 2006-ში 13 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2010-ში აშშ-ში გამომზეურებულ რუს აგენტებში გაცვალეს. მოკლედ,...
მორჩი წუწუნს და დაგტოვებენ
„სანის” თანახმად ანტონიო კონტე შეიძლება „ჩელსის” მწვრთნელად იმ შემთხვევაშიც კი დატოვონ თუ ის გუნდს პრემიერლიგის ოთხეულში ვერ შეიყვანს. მანჩესტერის გუნდებთან ზედიზედ ორმა წაგებამ „ლურჯები” „ტოტენჰემის” შემდეგ, მეხუთე ადგილზე დატოვა. ლონდონურ გუნდებს შორის სხვაობა ხუთი ქულაა. „ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაშიც დიდი ბრძოლა ელის — მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „ბარსელონასთან”. პირველი მატჩი, „სტემფორდ ბრიჯზე” 1:1 დამთავრდა. მაგრამ, როგორც არ...
ძლიერი, თავხედი, მრავალმხრივი…
ამერიკულ ინდიან-უელსში დღეს სუპერტურნირი იწყება საუკეთესო ქალ მეჩოგნეთა შორის. ჯერ ფავორიტებს ჩოგნები არ განუშალითებიათ, მაგრამ მანამდე ნიუ-იორკის საგამოფენო ტურნირი გაიმართა. ტურნირი ელინა სვიტოლინამ მოიგო და 250 000 დოლარითაც შეივსო ბიუჯეტი. 23 წლის უკრაინელს დიდი ხანია პირველჩოგნობას უწინასწარმეტყველებენ და მართლაც, ჩანს ეს ოდენ დროის ამბავია. ინდიან-უელსში მე-4 ნომრად გათესილმა სვიტოლინამ მეოთხედი მილიონი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ჯერ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გამიგონე, რუსებს რა დაემართათ? ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია. ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ. ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ. დიახ. ჰოდა ჩაის ბრალია. როგორ? ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა. აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ უნდა შეაგდო, იმას რა თქმა უნდა? ნდომებია,...
ერისთავი მესია?
სამ სათამაშო დღეზე გაწელილი საიუბილეო 30-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გასრულდა. ცხადია, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ორიოდ სიტყვა მაინც ვთქვათ. შედარებისთვის შარშანდელი სეზონი გამოვიყენოთ, რადგან 2017-ის გაზაფხულზე დასახელება შეეცვალა ყველა ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო. ეროვნულ ჩემპიონატს ეროვნული ლიგა დაერქვა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა. სეზონი კი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით ჩატარდა. მაშ...
ზამთარია, სიცივეა…
მაგარი ხარ ზამთრის სპორტის სახეობებში? იცნობ ქართველ ზამთრის ოლიმპიელებს? დააწკაპე “START QUIZ” ღილაკზე და გამოცადე საკუთარი თავი! [interaction id=”5a9f4bdee777bfe7cd9b19ca”]
გომესი ან ვაგნერი თუ გომესი და ვაგნერი?
მარიო გომესმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, სადაც მან „ბაიერნის” თავდამსხმელთან, სანდრო ვაგნერთან კონკურენციაზე ილაპარაკა. ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და ნაკრებში მოხვედრის თემა წინა პლანზე იწევს. ცოტა ხნის ხნის წინ შტუტგარტელმა Welt am Sonntag-ის ფურცლებზე ვაგნერს კბილი გაკრა. „ფრაიბურგთან” 4:0-ის მოგების შემდეგ, ოთხიდან ერთი გოლის გოლის ავტორმა ვაგნერმა კონკურენტს უპასუხა. შემდეგ კი როგორ ჩანს, გომესმა მდგომარეობის...








