წელი: 2018

Home 2018
ბიჭები სიმინდის ყანიდან
ჩანაწერი

ბიჭები სიმინდის ყანიდან

დიდი ამბები ერთი კვირით ადრე მაინც იწყებოდა. საჭიდაოზე ახალი ნახერხი იყრებოდა, სამ რიგად შემოყოლებული სკამების „შეპაჩინკეპაც“ ესწრებოდა, სპარტაკ ჯინორიძე თასებსაც ყიდულობდა და აბსოლუტურში ფალავნის პრიზად დათქმული ცხვარიც კარგა ხნის გადაბმული იყო საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრის ეზოში. შაბათ საღამოს ადრიანად იწყებოდა საჭიდაოზე თავმოყრა. – აი, ხაშურლები მოვიდნენ. ნაბახტეველი ბიჭი მოყავთო. ძაან მაგარი ყოფილა… – აგე, კასპელები...

დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი
ჩანაწერი

დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი

ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ გაუგია, ეგებ მათთვისაც საინტესო იყოს და ვისაც ძიუდო უყვარს იმათთვის – მით უმეტეს… ეს ძიუდო გვარიანი...

ქუთაისს ფეხბურთელებს მოკრივე აღუზრდის
ჩანაწერი

ქუთაისს ფეხბურთელებს მოკრივე აღუზრდის

ვიცი, ვიღაც აუცილებლად მომედავება, მთავარი მენეჯერის ტალანტია და დიპლომში ჩაწერილი პროფესია ბევრს არაფერს ნიშნავსო. ნაწილობრივ დაგეთანხმებით, როცა მენეჯერობა ვიწრო სპეციალიზაციას არ ეხება. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ ფეხბურთის N94 სკოლის დირექტორად რომან თავაძე წარადგინა. რომან თავაძე კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2007 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. 2016-2017 წლებში კი ხონის ცენტრალური სტადიონის...

ვარდის სახელით
ჩანაწერი

ვარდის სახელით

„ლესტერის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის ამ ბოლო დროს გოლების გატანაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება. ინგლისის ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ბოლოს სამშაბათს, იტალიის ნაკრებს გაუტანა, იანვარში ნაჩვევი ბუცების გამოცვლა მოუხდა. 31 წლის ვარდის „ნაიკთან” მოუვიდა უთანხმოება. როგორც „დეილი მეილი” წერს, სპორტული აღჭურვილობის ამერიკულ გიგანტს ფეხბურთელისთვის ბუცის მოდელის შეცვლა უნდოდა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რომ ვერ შეთანხმდნენ,...

ვის არ უყვარს თავისი გუნდი?
ჩანაწერი

ვის არ უყვარს თავისი გუნდი?

უცნაურია: „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან” შეხვედრის ბილეთების გაყიდვა უჭირს. აგერ უკვე ორი დღე გავიდა, რაც „ეტიჰედზე” „სალარო გაიღო”, მაგრამ თავისუფალი ადგილები ჯერ ისევ არის. შედარებისთვის: „სანტიაგო ბერნაბეუზე” „იუვენტუსთან” შეხვედრის ბილეთები 8 წუთში გაიყიდა. წუთებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ხელცარიელი გულშემატკივარი ევროპის სხვა მეოთხედფინალისტ ქალაქებშიც გადამყიდველების იმედადღაა. მიუხედავად იმისა, რომ „სიტი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, „ეტიჰედი”...

შარი შარიჩი
ჩანაწერი

შარი შარიჩი

ხორვატი ივან შარიჩი ბათუმში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფიდეს რეიტინგ-ლისტით მსოფლიოში ზუსტად მე-100, ევროპაში – 69-ე და ხორვატიაში უძლიერესმა დიდოსტატმა 11 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით გაუსწრო. ოქროს მედალთან ერთად მან 20 ათასი ევრო მიიღო. ქართველი მოჭადრაკეებიდან 6,5 ქულა ოთხმა მოჭადრაკემ დააგროვა (მიხეილ მჭედლიშვილი, დავით არუთინიანი, თორნიკე სანიკიძე, ნიკოლოზ კაჭარავა),...

კაკა-შოუ – მოქმედება მეორე
ჩანაწერი

კაკა-შოუ – მოქმედება მეორე

კარლსენი – კარიაკინი, ახლა კი  კარლსენი – კარუანაც: ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მეორე ფინალი კაკანის ფონზე ჩაივლის. 10 ნოემბრიდან, ლონდონში, აწ უკვე საჭადრაკო აზრის გიგანტი ნორვეგიელი და ჭკვიანური მზერის და ფანტასტიური საჭადრაკო ერუდიციის მქონე იტალოამერიკელი გამართავენ პლანეტის უმთავრესი საჭადრაკო მოვლენის დასკვნით შეტაკებას. ბერლინში, კანდიდატთა ტურნირი სწორედ ფაბიანო კარუანამ მოიგო და მოიგო ფრიად სუვერებულად: 5 პარტიაში...

ბავარიული ცარცის წრე
ჩანაწერი

ბავარიული ცარცის წრე

საიდუმლო არ არის, რომ ჟოზე მოურინიუ არტურო ვიდალის დიდი თაყვანისმცემელია. პორტუგალიელი „ბაიერნის” ვარსკვლავს მუდამ ეპატიჟებოდა „მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ჩილეს გაზეთი „ლა კუარტა” წერს, რომ „განსაკუთრებული” ვიდალის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს იხდის. ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელიც ფეხბურთელის ხელფასად წელიწადში 14,4 მილიონ ევროს გულისხმობს. 30 წლის ჩილელს „ბაიერნთან” 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება. „მანჩესტერ...

ფედერაცია თუ მოინდომებს…
ჩანაწერი

ფედერაცია თუ მოინდომებს…

ამხანაგური შეხვედრების კვირეული დასრულდა. ყველამ თავის კბილასთან მოსინჯა ძალა. ამხანაგური შეხვედრების მორიგი ტალღა მაისის ბოლოდან დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები ბოლო ტესტებს გამართავენ. როგორც წესი, მზადების დასკვნით ეტაპზე ფინალური ეტაპის მონაწილეები მის მიღმა დარჩენილებთან ამხანაგობენ და არა სავარაუდო მეტოქეებთან. ასეთი ტესტ-მატჩები ხშირად ბოლო მომენტში – ორი კვირით ან ერთი თვით ადრე იგეგმება, რადგან პრომოუშენისთვის დროს არ...

რეაბილიტაცია ბერლინში
ჩანაწერი

რეაბილიტაცია ბერლინში

ბრაზილიის ნაკრებმა ბერლინში გარმანელებს 1:0 მოუგო. როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ამბავი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ბრაზილიელების 7:1 განადგურებიდან 1358 დღის შემდეგ მოხდა. იოლი მისახვედრია, გერმანულმა გამოცემამ დღეები იმიტომ დაითვალა, რომ მაშინდელი 7:1 ეხსენებინა. სელესაომ გერმანელთა 22 მატჩიან წაუგებელ სერიას დაუსვა წერტილი. ბოლოს იოაჰიმ ლიოვის გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ფრანგებთან დამარცხდა,...