„ბაიერნმა” ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი” 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს: „მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, — ჩვენ გერმანულენოვანი თავკაცი გვჭირდება. აქამდე იმედი გვქონდა, რომ იუპ ჰაინკესთან გავაგრძელებდით თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ეს...
წელი: 2018
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
გრიზmoney და აგენტი პოგბა
ინფორმაცია, რომელიც „სანში” ამოვიკითხეთ, ვფიქრობთ ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთათვის: ანტუან გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება უარყო, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ „ბარსელონაში” გადადის. ინგლისური გაზეთი წერს, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელს 88 მილიონ გირვანქად ყიდულობს. დღევანდელი კურსით ეს 100 მილიონი ევროა. „სანის” ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიუს ამ...
მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება
გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის” აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს. „ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის პერიოდში ზამერმა დაგვარწმუნა, რომ მოვლენათა სწორი აღქმის დიდებული უნარი აქვს”, — თქვა ვაცკემ. რას ნიშნავს...
მანჩესტერში რა მინდოდა…
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”. 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად...
მეომრის ცრემლი
ამას წინათ რუბრიკაში „თვალთვალი“ ჩვენი ფოტორეპორტიორის ბადრი კეთილაძის ის ფოტო შემოგთავაზეთ, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების აცრემლებული შერკინების ბურჯი ლევან ცაბაძე რუსეთთან ერთ-ერთი ძველი დაპირისპირების დაწყებამდე, თანაგუნდელებთან ერთად ეროვნული ჰიმნის მოსმენისას არის აღბეჭდილი. ემოციური ფოტოა. ფოტოზე მკითხველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „აკა მორჩილაძეს ჰქონდა მაგარი სვეტი, რუმინეთში რო მოვუგეთ რუმინელებს. ლეონსიო რო ტრავმის რისკზე წავიდა“. „სარბიელის“ არქივი უამრავ...
ქართველებმა მედლები დამალეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. 28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა. პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით დახუნძლული გამოდგა. 60 კგ. წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილი...
ხუციშვილს ფოთიდან დაუძახეს
არც უარვყოფ, არც ვადასტურებ – ასე გვიპასუხა მიხეილ ხუციშვილმა, როცა ფოთის „კოლხეთის“ სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ ვკითხეთ… ითქვა, „ზესტაფონისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა დირექტორმა ფოთს ადგილობრივი კლუბის მოსაფერიანებლად მიაშურა, თან კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მიჰყავსო. სწორედ ეს ამბავი მოვიკითხეთ მასთან, რაზეც ასევე გვიპასუხა, რომ ფოთელებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია. კიდევ, ადგილობრივი საფეხბურთო მეურნეობა უნდა...
მესის კრიტიკა არ შეიძლება
„დიარიო ოლე” ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის მიერ არგენტინის 6:1 რბევას უბრუნდება. არგნტინულმა გაზეთმა ცადა გაერკვია, რა უთხრა ლეო მესიმ თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ გასახდელში. მთელი მსოფლიო მოიარეს კადრებმა, თუ როგორ ადგა მესი ლოჟიდან თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე და როგორ დტოვა ტრიბუნა. „ალბისელესტეს” ლიდერი ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში კუნთის მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა — მწვრთნელებმა თავი...
ანტიგვარდიოლა
ამ ბოლო დროს, ევროპულ მას-მედიაში პეპ გვარდიოლას პიროვნული კრიტიკა მოხშირდა. ჯერ იყო და პიკემ მოიგონა თუ როგორ გაურთულდა მწვრთნელთან ურთიერთობა 2012 წელს, ლამის „ბარსელონადანაც” კი წავიდა; შემდეგ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ამჟამად „მანჩესტერ სიტის” თავკაცს სულ ლაჩარი და ძაღლი უწოდა. და აი, მესამე შეტევა: „ბაიერნის” ექიმი, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ტელეკომპანია ZDF-ის თოქ-შოუში, რომელიც მარკუს ლანცს მიჰყავს, მისი...









