საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში, რომელსაც სამხრეთაფრიკული კეიპ ტაუნი მასპინძლობს, მეორე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა II დივიზიონისაკენ, სადაც თავისი არსებობის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში – პირველი საერთაშორისო მატჩი 2010 წელს გამართა – არასოდეს უთამაშია! ქართველმა ჰოკეისტებმა უმთავრესი კონკურენტი – ბულგარეთის ნაკრები – დაამარცხეს და ამით დამაჯერებელი...
წელი: 2018
თვითმკვლელი ტალანტი
ნებით იყო თუ უნებლიედ, ამ პატარა წერილის წერისას ის ქართველი ბიჭები გამახსენდნენ, დროის და ვითარების, უხიაგი ხასიათის თუ ცუდი მრჩევლების გამო ვეებერთელა ტალანტი წლებს რომ გაატანეს. ყველას ჩვენი ვერშემდგარი გენიოსი გვტკივა და თურმე, ფრანგებსაც ჰყოლიათ. რაღა თურმე – 2004 წლის U17 ევროპის ჩემპიონატზე ხატემ ბენ არფამ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიქუხა. ბენზემას, ნასრის და მენეზის თაობაში...
ქართული ფეხბურთის პამპერსი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგი და დადებითი ემოციები გვაჩუქა. ამის მიუხედავად, ძალაში დარჩა რამდენიმე კითხვა, რაზეც პასუხმაც ხარისხობრივად სხვა დონეზე უნდა აიყვანოს ჩვენი ფეხბურთი. რამდენ ფეხბურთელს უხმო ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ჩემპიონატიდან? ერთს! ვაისი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენს საფეხბურთო სამზარეულოს და ეს საქართველოს პირველობისთვის გამოტანილ განაჩენს ჰგავს. მეორე მხრივ, ვერც ჩვენი კლუბების...
აგრესია ოლივერების წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კერძოდ „რეალისა” და „იუვენტუსის” საპასუხო შეხვედრაში დატრიალებულ დრამას ერთი ძალიან უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვა — შეხვედრის ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი და მისი მეუღლე აგრესიულ გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. საბედნიეროდ, თავდასხმა ჯერჯერობით ვირტუალურ სივრცეს არ გასცილებია, თუმცა ფსიქოლოგიური ტერორი ეჭვგარეშეა. მიზეზი ყველას გეხსომებათ: მაიკლ ოლივერმა შეხვედრის 93-ე წუთზე, როდესაც ორი მატჩის ჯამური ანგარიში იყო...
კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება
ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა....
მოურინიუ ბიჭებს დაერია
ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს თავისი ფეხბურთელებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად გამოიყენებს. არადა, მეტოქე „ტოტენჰემია”. პორტუგალიელი კვირას, აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩთან” შინ 0:1 წაგებამ გააბრაზა. წაგება წაგებად და ამ სამარცხვინო შედეგმა თანაქალაქელი „სიტი” ჩემპიონი გახადა. ხვალ „იუნაიტედი” პრემიერლიგაში სტუმრად თამაშობს „ბორნმუთთან”, თუმცა „განსაკუთრებულს” გონებაში, რასაკვირველია, მომავალი კვირის სათასო შეხვედრა უტრიალებს. „წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა თქვა: „ზოგიერთს, ვინც „ვესტ...
შეხვედრა ფრანკფურტში
მოგეხსენებათ, „ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის” თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ ის გააბრაზა. ჰიონესის განცხადებით მათ კოვაჩთან მოლაპარაკების დროს კანონი არ დაურღვევიათ და ფრანკფურტელებიც ოთხი კვირით ადრე...
საქართველო აფრიკულ ყინულზე
ყინულის ჰოკეი, საზოგადოდ, დიდებული თამაშია, ხოლო ბოლო წლების მანძილზე, რაც რომ მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში ჩვენი ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ვადევნებ თვალ-ყურს – და, არ დაგიმალავთ, ყოველ მომდევნო ჯერზე სულ უფრო მოუთმენლად ველი ამ კვირეულის დადგომას – ნელ-ნელა იმის განცდა მეუფლება, რომ ჰოკეი ჩვენი თამაშიცაა, ან, თუ გნებავთ, ჰოკეიც ჩვენი თამაშია! საბედნიეროდ, საქართველოში არის ხალხი, ვინც...
გამოვიდა ივანე მრისხანე…
გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი ტელევიზორთან მოხდა: 54 წლის მამამ, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს თავგადაკლული ქომაგია, კამათის ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში დაჭრა საკუთარი შვილი – ცსკა-ს ყველაზე პრინციპული მეტოქის, მოსკოვის „სპარტაკის“ ფანკლუბის წევრი. დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს დახმარება, მამას კი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. ეს ამბავი გასული წლის ნოემბერში მოხდა. სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა და საფეხბურთო ჩამოსხმის „ივანე მრისხანეს“...
სატრანსფერო ამბები
ანტონი მარსიალი სამი წელიწადია რაც „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მაგრამ გუნდში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. მისგან აშკარად მეტს ელოდნენ. მას მერე, რაც 2015 წელს „მონაკოდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა, მარსიალი სათადარიგოთა სკამსა და ძირითად შემადგენლობას შორისაა. არცთუ იშვიათად მწვრთნელს ჯოკერის როლში ჰყავს. ბოლო ხანს გავრცელებული ხმების თანახმად კი ფრანგი თავდამსხმელი „იუნაიტედიდან” აბარგებას აპირებს. მისი სურვილი, რასაკვირველია...









