ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კერძოდ „რეალისა” და „იუვენტუსის” საპასუხო შეხვედრაში დატრიალებულ დრამას ერთი ძალიან უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვა — შეხვედრის ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი და მისი მეუღლე აგრესიულ გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. საბედნიეროდ, თავდასხმა ჯერჯერობით ვირტუალურ სივრცეს არ გასცილებია, თუმცა ფსიქოლოგიური ტერორი ეჭვგარეშეა.

მიზეზი ყველას გეხსომებათ: მაიკლ ოლივერმა შეხვედრის 93-ე წუთზე, როდესაც ორი მატჩის ჯამური ანგარიში იყო 3:3, „იუვენტუსის” კარში პენალტი დანიშნა. კრიშტიანუ რონალდუმ გოლი შეაგდო და „რეალი” ნახევარფინალში გაიყვანა.
უეფას პრეს-მდივანმა „BBC სპორტს” განუცხადა: „ჩვენ ოლივერის ოჯახთან მუდმივ კავშირში ვართ, რათა საჭიროების შემთხვევაში სრული დახმარება გავუწიოთ მას. გვწამს, რომ კომპეტენტური ორგანოები სოციალური ქსელების ფარგლებსა და მის გარეთ მიქმედ წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ”.
ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ტვიტერზე მრავალი მუქარის წერილი მიიღო არბიტრის მეუღლემ, ასევე მსაჯმა ლუსი ოლივერმა. მეტიც, შემაშფოთებელი მესიჯები ქალმა მობილურზეც კი მიიღო. ქალბატონი ოლივერის პირადი ნომერი მატჩის დამთავრებისთანავე გახდა საჯარო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
