ჭდე: მაიკლ ოლივერი

Home მაიკლ ოლივერი
ლივერპულის კარში პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყოო
ჩანაწერი

ლივერპულის კარში პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყოო

კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ფრანგ თავდამსხმელს ბრაიან მბეუმოს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია, მან „ლივერპულის’’ მცველების შეცდომით მე-2 წუთზევე ისარგებლა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. ბევრმა ინგლისურმა გამოცემამ გოლი ქართველ მეკარეს დააბრალა, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მანამდე ვირჯილ ვან დაიკი შეცდა. ეპიზოდი კი მოედნის შუაში არგენტინელი ალექსის მაკალისტერის ტრავმით დაიწყო. „იუნაიტედის’’ ფეხბურთელებმა საგოლე შეტევა მას მერე...

ლამელას რაბონა და ჟოზეს ბრაზი
ჩანაწერი

ლამელას რაბონა და ჟოზეს ბრაზი

„არსენალმა” „ტოტნჰემ ჰოთსპურს” 2:1 მოუგო. ეს იყო ჩრდილოლონდონური დერბი, რომელიც 1887 წლიდან იღებს სათავეს. ანგარიში „სფურზის” არგენტინელმა ნახევარმცვლელმა, 29 წლის ერიკ ლამელამ ულამაზესი დარტყმით გახსნა, რომლის ჩანაწერსაც ქვემოთ გთავაზობთ. ამ დარტყმას მთელს მსოფლიოში რაბონა ჰქვია. რაბონა დარტყმა არის საფეხბურთო ილეთის ის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე დამრტყმელ ფეხს საყრდენი ფეხის უკან აჯვარედინებს და ბურთს იქიდან არტყმას. ლამელას...

პაპუ მსაჯებს დასდევს
ჩანაწერი

პაპუ მსაჯებს დასდევს

დიდებულ სეზონს ატარებს ბერგამოს „ატალანტა“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან“ 4:1 მაინც მოულოდნელი იყო. შეხვედრის ერთ-ერთი გმირი არგენტინელი ალეხანდრო „პაპუ“ გომესი გახდა. მასპინძელთა მთავარმეპასე ამ კომპონენტში პირველივე გოლისას გამოირჩა და დანარჩენადაც ყოველთვის სახიფათო იყო. გომესის კოზირი თავისუფალი ზონის ადვილად პოვნაა, რისი „პროფესიული“ საიდუმლოც არგენტინელმა თავად გაამჟღავნა: „ჩემი ორიენტირი მსაჯია. მსაჯს ყოველთვის საუკეთესო პოზიცია უკავია – მაქსიმალურად...

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)
ჩანაწერი

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)

„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ლესტერს” სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში შთამბეჭდავია, „ლივერპული” კი ძლიერი, მაგრამ 71-ე წუთამდე (ანუ სანამ შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთი დარჩებოდა) მხოლოდ 1:0 იყო. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია იმ მომენტისთვის პრემიერშიფის ლიდერსა და მის უახლოეს მდევარზე. სხვა სიტყვებით, მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების იმედი ჯერ კიდევ უღვიოდათ. და სწორედ ამ დროს „ლესტერის” კარში დაინიშნა პენალტი, რომელმაც...

ორი პენალტი ლივერპულის კარში
ჩანაწერი

ორი პენალტი ლივერპულის კარში

პეპ გვარდიოლა გაცხარდა. კატალონიელის აზრით „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მისი გუნდის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. თან, პენალტის არდანიშვნა ერთია და ვიდეორეფერი მათ გადამოწმებასაც რომ არ ინებებს, მეორე. ამიტომაც, საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მსაჯ მაიკლ ოლივერს ირონიული მადლობებით მივარდა. „სიტის” მწვრთნელისა და გულშემატკივრებისთვის ძნელი გადასატანი გამოდგა პირველი საეჭვო ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა...

აგრესია ოლივერების წინააღმდეგ
ჩანაწერი

აგრესია ოლივერების წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კერძოდ „რეალისა” და „იუვენტუსის” საპასუხო შეხვედრაში დატრიალებულ დრამას ერთი ძალიან უსიამოვნო გაგრძელება მოჰყვა — შეხვედრის ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი და მისი მეუღლე აგრესიულ გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. საბედნიეროდ, თავდასხმა ჯერჯერობით ვირტუალურ სივრცეს არ გასცილებია, თუმცა ფსიქოლოგიური ტერორი ეჭვგარეშეა. მიზეზი ყველას გეხსომებათ: მაიკლ ოლივერმა შეხვედრის 93-ე წუთზე, როდესაც ორი მატჩის ჯამური ანგარიში იყო...