ახალი სეზონიდან რომ „ჩელსის“ ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს, ძველი ამბავია. ლონდონური კლუბის რუს პატრონ რომან აბრამოვიჩს ხან ვის კანდიდატურას სთავაზობენ, ხან – ვის. „არისტიკრატების“ სავარაუდო მწვრთნელებს შორის ყველაზე ხშირად სადღეისოდ უმუშევარ ესპანელ ლუის ენრიკეს, „იუვენტუსის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის, „ნაპოლისა“ და „მონაკოს“ დამრიგებლებს – მაურიციო სარისა და ლეიონარდუ ჟარდიმის ასახელებენ. აქა-იქ სხვა სახელებსაც მოჰკრავთ ყურს, თუმც ინგლისური...
წელი: 2018
ტიტველი ლივერპული
იურგენ კლოპს „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, დღეს ყველას შეგვიძლია სავარჯიშოდ შიშველები გავიდეთო. კლოპი შესანიშნავ განწყობაზე ყოფილა. ჯერ ერთი პირველ თამაშში 3:0 ჰქონდა მოგებული და მეორეც მოჰამედ სალაჰი ჰყავდა შესანიშნავ ფორმაში. შიშვლად ვარჯიში რა შუაშიაო, იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: კლოპმა ასე იხუმრა. ამით გერმანელ მწვრთნელს თავისი მოთამაშეებისთვის იმის თქმა უნდოდა...
ერთი კვირის წინანდელი გამომეტყველება
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბორნმუთს” 2:0 მოუგო, პოლ პოგბამ კარგად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ ფრანგ ნახევარმცველზე სულ კარგი სიტყვები თქვა. და მაინც, ინგლისელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ „განსაკუთრებულის” ჟესტიკულაცია სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ფეხბურთელი, რომელშიც „იუნაიტედმა” თავის დროზე 105 მილიონი ევრო გადაიხადა, პორტუგალიელმა მე-80 წუთზე მაინც შეცვალა. არადა, პოგბამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის: მიმდინარე სეზონში მოუმ...
მექსიკაში ხორცი არ ჭამოთ
საულ „კანელო” ალვარესმა 2018 წლის დასაწყისში ორი დოპინგ-ტესტი ჩააფლავა, რის გამოც მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. როგორც თავად 27 წლის მექსიკელი მოკრივე ამბობს, ყველაფერი ხორცის ბრალია. საულ „კანელო” ალვარესი საშუალო წონაში გამოდის. „კანელო” 17 და 20 თებერვლის ტესტებზე ჩავარდა. მას ორგანიზმში კლენბუტეროლი აღმოუჩინეს. მკაცრ კომისიას თავიდან უნდოდა მოკრივე ერთი წლით დაესაჯა, მაგრამ მერე გაითვალისწინა, რომ ალვარესი...
დასახიჩრდა ქალი პოლიციელი
სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონის შესასვლელთან ქალი პოლიციელი დასახიჩრდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია. ეს ამბავი გუშინ, ბულგარეთის დედაქალაქის დერბის დაწყებამდე მოხდა. ერთმანეთს „ლევსკი” და ცსკა შეხვდნენ. სტადიონის შესასვლელთან ფანებმა რაღაც ააფეთქეს. აფეთქებამ მრავალი წვრილი შუშის ნატეხის დიდი ძალით გაფრქვევა გამოიწვია. პოლიციის უფროსი პასუხისმგებელი პირი ანტონ ზლატანოვი: „მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სახესა და თვალებში ბევრი ნამსხვრევი...
როცა ჯიგარი ხარ!
აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის: — არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს! ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად...
ესეც პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები!
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გაირკვა პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან” მოხვდა. ესენი არიან, მარჯვენა მცველი კაილ უოქერი, ცენტრალური მცველი ნიკოლას ოტამენდი, ნახევარმცველები, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი და თავდამსხმელი სერხიო, იგივე კუნ აგუერო. საოცარია, რომ კოლეგებმა ანუ პრემიერლიგის ფეხბურთელებმა აგუერო პირველად დაასახელეს სიმბოლურ თერთმეტეულში,...
ბაიერნში ორიათასიანელები მოდიან
„ბაიერნი” სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ და აი, ახალი ამბავიც: „შპორტ ბილდის” ცნობით, ბავარიელებს 47 წლის მეჰმეთ შოლიც უბრუნდება. კლუბის პრეზიდენტი...
რუსები საომრად ემზადებიან!
რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისელებს უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებათ, ვიდრე პერუს და ჩინეთს… მოიგონე ამის მერე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში. ის, რომ ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელ ქვეყანაში გაიყიდა, სრულიად ლოგიკურია. რუსებმა 796 875 ბილეთი შეიძინეს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გავიდა და სადაც ფეხბურთზე დიდად არც გიჟდებიან. ამერიკელებმა 80 161 ბილეთი შეიძინეს. შემდეგ მოდიან...
ვაკო ყაზაიშვილი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ
ჯერ ეს სეზონი არ დასრულებულა, წინ ამხელა მსოფლიოს ჩემპიონატია და კლუბები უკვე შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს გეგმავენ. „მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგალითად, ივლისში, ამერიკაში, 13 დღეში 5 თამაში უწევს, მათ შორის „ლივერპულთან” და „რეალთან”. ამ შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარდება — ამხანაგური მატჩების შემცვლელი საზაფხულო შეჯიბრებაა, რომელსაც მეტწილად აშშ და კანადა მასპინძლობს ხოლმე. „სანი”...









