წელი: 2018

Home 2018
ზუროსმა საქართველო აშერმადინა
ჩანაწერი

ზუროსმა საქართველო აშერმადინა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა მომავალ წლამდე თავი დაგვიკრა. დაგვიკრა მაჟორულ ნოტაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრების დამარცხებით და თებერვალში გასამართი ორი დასკვნითი შესარჩევი მატჩის ოპტიმისტურ მოლოდინში. თამაში თანაბრად დაიწყო, გუნდებს დაცვაში თამაში უფრო ემარჯვებოდათ და პირველი მეოთხედის ანგარიში უფრო ხელბურთისას ჰგავდა. იქნებოდა ასე მეორე მეოთხედის შუაწელი, როცა ფაცაციამ, ბითაძემ, ბოლოს მაკფადენმა წუთნახევარში სამი სამქულიანი უთავაზეს სტუმრებს...

ზლატანის თერთმეტეული
ჩანაწერი

ზლატანის თერთმეტეული

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლამის ყველა დიდ კლუბში უთამაშია: „ბარსელონაში”, „ინტერში”, „მილანში”, „იუვენტუსში”, „აიაქსში”, „პარი სენ ჟერმენში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”… დღეს 37 წლის თავდამსხმელი აშშ-ის „ლოს ანჯელეს გალაქსიში” გამოდის. ამ დღეებში შვედმა თავის „ინსტაგრამზე” გამოფინა რვეულის ფურცელი, რომელზეც ხელით იყო დაწერილი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები. ცნობისათვის: ეს ნაკრები იბრაჰიმოვიჩის ყოფილი თანაგუნდელებისგან შედგება, ამიტომ მასზე ვთქვათ კრიშტიანუ რონალდუ არ უნდა...

პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს
ჩანაწერი

პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ვირუსია, რომელმაც მისი გუნდი დააავადა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საუთჰემპტონში, „სენტ მერის” სტადიონზე პირდაპირ გასახდელში, თანაგუნდელების თვალწინ შეუტია. „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ხმების თანახმად სწორედ იქ უწოდა ჟოზემ პოგბას ვირუსის გამავრცელებელი. „შენ იმ ვირუსიან ადამიანს ჰგავხარ,...

ლივერპულის უცნაური გოლი (ვიდეო)
ჩანაწერი

ლივერპულის უცნაური გოლი (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს. ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ...

სარკის წინ
ჩანაწერი

სარკის წინ

პირველი კალათიდან შვეიცარია, მეორედან დანია, მესამედან ირლანდია, მეხუთედან გიბრალტარი, მეოთხეში – საქართველო. ასეთია ევრო 2020–ის შესარჩევის D ჯგუფი, რომლის მატჩებიც გაისად 21 მარტს დაიწყება და 19 ნოემბერს დამთავრდება, ორი საუკეთესო ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. აქედან თუ ვერა, 2020–ის მარტში ერთა ლიგიდან გვექნება შანსი. ჯერ ბელარუსს უნდა ვძლიოთ, მერე – მაკედონიას ან კოსოვოს. თუმცა დღევანდელ წილისყრას დავუბრუნდეთ....

ოლიმპიური მედლების საბადო
ჩანაწერი

ოლიმპიური მედლების საბადო

სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან დროებითი (წინასწარი) აღიარების შეტყობინება მიიღო. 30 ნოემბერს გამართულ სოკ-ის აღმასკომის სხდომაზე მიღებული ამ გადაწყვეტილებით სამბოს სამყაროს სამწლიანი ვადა მიეცა. თუ ამ ვადაში სამბო განაგრძობს განვითარებას, პოპულარიზაციას და საზღვრების გაფართოებას, მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. სამბო (Самооборона без оружия) სულ 80 წელს ითვლის. რუსეთში შექმნილ ორთაბრძოლის ამ სახეობას...

ძირს ორშაბათი!
ჩანაწერი

ძირს ორშაბათი!

„დორტმუნდის” შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მხარს უჭერს იმ გერმანელს გულშემატკივრებს, რომლებიც ორშაბათობით ბუნდესლიგის თამაშების გაუქმებას ითხოვენ. „ორშაბათის თამაშებს აბსოლუტურად გავაუქმებდი. მათი არსებობა უბრალოდ სასაცილოა”, — თქვა ფავრმა „ფრაიბურგთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის უმეტესი დრო (დათქმული იყო 20 წუთი), გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა საპროტესტო დუმილში გაატარეს. ფავრი: „გულშემატკივრების დუმილმა გული...

პოკერი და დერეფანი
ჩანაწერი

პოკერი და დერეფანი

გასულმა ტურმა ცხრილის ქვედა ნაწილში თითქმის გაარკვია სიტუაცია. „კოლხეთი“ ოფიციალურად დაემშვიდობა ელიტას, „სამტრედიას“ კი პლეი აუტის თამაში მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენელთან. პლეი აუტის მეორე მონაწილე ქვემოქართლურ „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის გაირკვევა. ამ მხრივ, რუსთაველებს თოთქოს უკეთესი შანსი უჩანთ, დარჩენილ ორ ტურში ისინი უკვე უმოტივაციო „სამტრედიასა“ და „ლოკომოტივს“ ეთამაშებიან. მაშინ, როცა „სიონს“ მესამე ადგილის მოცილეებთან –...

კოშკაძე  ყველაზე ზემოთ
ჩანაწერი

კოშკაძე  ყველაზე ზემოთ

ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ 442–ე მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. ეს ჩვენს ჩემპიონატში რეკორდია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა გივი დიდავას (441). კოშკაძე 36 წლისაა. კარიერაში ბევრი კლუბი გამოიცვალა, იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანიც. სწორედ „დინამო“ იყო მისი კარიერის პიკი. საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის წონიანი ფეხბურთელი იყო და არის კიდეც. სხვათა შორის, კოშკაძეც და დიდავაც თბილისის „ამერის“ ყოფილი ფეხბურთელები...

რატომ მოიჭერს რუმენიგე ფეხზე ხელს
ჩანაწერი

რატომ მოიჭერს რუმენიგე ფეხზე ხელს

„ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი ეგრეთწოდებულ „სუპერლიგაში” არ ითამაშებს. „ჩვენი გუნდი გააგრძელებს გამოსვლას ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში. სანამ „ბაიერნის” სათავეში ული ჰიონესი და მე ვუდგავართ, კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებს”, — თქვა 63 წლის ყოფილმა ვარსკვლავმა ბავარიელთა კლუბის ყოველწლიურ შეკრებაზე. შემდეგ რუმენიგემ ხუმრობანარევი ტექსტით მიმართა ჰიონესს:...