გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა. შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც...
საფეხბურთო კალკულატორი
სწორედ ამგვარი რამ დადო საკუთარ საიტზე ესპანურმა „მარკამ“. შეგყავთ ნებისმიერი ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრის ნებისმიერი სავარაუდო შედეგი და კალკულატორი გთაზობთ ცხრილს, რომელიც ამ შედეგების პირობებში მიიღება. თუმცა, არის ნიუანსები, რომელსაც ვერც ერთი კალკულატორი ვერ გათვლის – ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები, რომელიც საქმეში ჩაერთვება, თუკი ორ ან მეტ გუნდს ყველა სხვა მონაცემი თანაბარი აღმოაჩნდებათ. კიდევ...
ვისი ვალი აქვს ტონი კროოსს?
შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის, ლი რობინსონის 5250 გირვანქა ვალი დაედო. რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი: კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან. იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს...
მესის მესამეობა შეეყარა
ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო. წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია. მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია: 2006 წელს – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის,...
ბელგიას უნდა მოვუგოთ
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...
დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,...
მინდა ქუჩაში ჯანმრთელმა და მხარბეჭიანმა ქართველებმა იარონ
შიდოკანი – საბრძოლო სამჭიდი, რომელიც კარატეს, კიკბოქსინგსა და MMA – ს (ბრძოლა წესების გარეშე) აერთიანებს. სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლაში რიგრიგობით სამივე ამ სახეობაში ერკინებიან ერთმანეთს. ბუნებრივია, სანახაობრივი სპორტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულიც. საქართველოში შიდოკანის ფედერაცია ზუსტად ოცი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი იოსებ კობერიძე გახლავთ – შავი ქამრის V დანის მფლობელი ორ სხვადასხვა...
კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო. დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა. ასეთი...
ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...
ექვსი ფავორიტი და სხვანი
პირველმა ორმა ტურმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა თითოეული გუნდის მზადყოფნის, მათი პლუსებისა და მინუსების შესახებ. ეგ კი არა, ევროპელმა ექსპერტებმა პროცენტულადაც კი აწონეს ყველა გუნდის შანსები და აღმოჩნდა რომ ფავორიტი ექვსია. მივყვეთ თანმიმდევრობით. ბრაზილია – 25% ბრაზილიელები რუსეთში აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდნენ. მათი რეიტინგი ოდნავ კი შეირყა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო მაინც ლიდერია. 1. ბოლო ორი...









