1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკ-ა კაუნასის “ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის...
წელი: 2017
ბალის ათბალიანმა მიწისძვრამ ორმოც წუთს გაძლო
ფეხბურთი იმისაა, რომ უნდა იკამათო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ფეხბურთში არ კამათობენ. მაგალითად, არ კამათობენ იმაზე, რომ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრები ყველაზე ლამაზი ბრაზილიის ნაკრები იყო და ალბათ ყველაზე ესთეტიკური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. და ასეთ ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე გადაეყარა – ეს მათი პირველი მატჩი იყო ესპანეთი 82-ზე. მთელი საქართველო და...
ერიკსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს
გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის...
„ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონაში, ჯეიკ ლამოტა, რომელსაც ცოფიანი ხარის სახელითაც იცნობდნენ, 96 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. ლამოტა პროფესიონალი მოკრივე გვიან, მხოლოდ 41 წლის ასაკში გახდა და თავისი ეპოქის ყველა განთქმული მოკრივე დაამარცხა. მათ შორის გამოარჩევენ ჩხუბს ლეგენდარულ შუგა რეი რობინსონთან. ცოფიანი ხარი ლამოტა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 1949-51 წლებში ინარჩუნებდა. კრივიდან წასვლის შემდეგ ლამოტა ფილმებში...
დედამიწა კონკიას გარშემო
25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე…მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა… რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა სათავეში. მანამდე ბევრი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი, ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე, ფუტსალიდან მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე...
ზემეტრანსფერე
წლევანდელი ზაფხულის ცხელი ტრანსფერების მთავარი „გმირი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყატარელი მფლობელი, ნასერ ალ ხელაიფი გახდა. უმდიდრესი და ხალისიანი 43 წლის კაცი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, არანაირი წესი და შეზღუდვა შენთვის აღარ არსებობს. გააკეთებ რასაც გინდა. იყიდი ვინც (და რაც) მოგესურვება. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აღმოსავლური ეშმაკობის...
მორცხვობამდე თავმდაბალი
მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს – ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს. ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია – მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა სანაკრებო კაცი ვარო, გვითხრა, ერთადერთი მატჩი ვითამაშე სსრკ ნაკრებში და ეგ რა გასახსენებელი იყოო. არადა,...
კაცი 1950 წლიდან
ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ...
ვიცოდი, რომ გაიტანდა
კაცმა ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. ყოველი დღე ერთი სიტყვით მაინც უნდა შევიდეს ბლოკნოტში, რადგან მერე გავა წლები, დაგჭირდება ოდესღაც ნანახის, გაგონილის თუ თავს გადახდენილის ზუსტად გახსენება. დაგჭირდება, მაგრამ… ვერაფრით ვიგონებ რომელი წელი იყო, ან ვის ხვდებოდა იმ დღეს „დინამო“. იქნებოდა ასე 1979, 1980 ან 1981. მეტოქეც რაღაც ისეთი იყო, არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი,...
სველი მიმოხილვა
იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა,...







