„ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა

Home კატეგორიის გარეშე „ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა
„ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონაში, ჯეიკ ლამოტა, რომელსაც ცოფიანი ხარის სახელითაც იცნობდნენ, 96 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.

ლამოტა პროფესიონალი მოკრივე გვიან, მხოლოდ 41 წლის ასაკში გახდა და თავისი ეპოქის ყველა განთქმული მოკრივე დაამარცხა. მათ შორის გამოარჩევენ ჩხუბს ლეგენდარულ შუგა რეი რობინსონთან. ცოფიანი ხარი ლამოტა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 1949-51 წლებში ინარჩუნებდა.

კრივიდან წასვლის შემდეგ ლამოტა ფილმებში თამაშობდადა ტელევიზიითაც აქტიურად გამოდიოდა. მან ავტობიოგრაფიული წიგნი „ცოფიანი ხარი“ დაწერა, რომლის საფუძველზეც მარტინ სკორსეზემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშივ ლამოტას როლი რობერტ დე ნირომ შეასრულა. ამ როლისთვის დე ნირომ ოსკარი მიიღო.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.