წელი: 2017

Home 2017
კივებს ჩაუნისკარტეს
ჩანაწერი

კივებს ჩაუნისკარტეს

10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო “ბერლოუ პარკზე” (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი დრამა გათამაშდა. პატარა, რადგან B-ჯგუფის ორმა მაჩანჩალამ ითამაშა, ხოლო დიდი იმიტომ, რომ მოულოდნელად საინტერესო მატჩის საყაიმო...

რონალდუს მესამე შვილი ხუთ თვეში
ჩანაწერი

რონალდუს მესამე შვილი ხუთ თვეში

კრიშტიანო რონალდუს მეოთხე შვილი შეეძინა. გოგონას რომ ალანა მარტინას დაარქმევდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. დედა, ხეორხინა როდრიგესი თავს კარგად გრძნობს. “დაიბადა ალანა მარტინა! — ტვიტერით ამცნო ქვეყანას პორტუგალიელმა, — თავს ყველანი ბედნიერად ვგრძნობთ”. ახალშობილი გახლავთ რონალდუს პირველი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ კი არა, ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, შეყვარებულმა თუ პარტნიორმა გააჩინა. ტყუპები, ევა და მატეო, პატარა ალანა...

სამი თაობის გამძღოლი
ჩანაწერი

სამი თაობის გამძღოლი

გამოჩენილ პიროვნებებზე ხშირად იქმნება ლეგენდები. ამ ლეგენდებს ხალხი ასაზრდოებს, მაგრამ არა როგორც ზღაპარში. ეს, თუ გნებავთ, თავისებური ფოლკლორული შემოქმედებაა, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა. რამდენი ლეგენდაა შექმნილი ქართველ სპორტსმენებზე… სხვადასხვა დროს მათი გმირები იყვნენ კანდელაკი, პაიჭაძე, ქორქია, მშვენიერაძე და სხვანი. ამ „ხალხურ შემოქმედებაში“ თავისი ადგილი და გამორჩეულიც, უკავია ქართული ფეხბურთის მშვენებას — ავთანდილ ღოღობერიძეს. ავთანდილ...

ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი
ჩანაწერი

ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი

საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა. იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს. ახლა არც თბილისშია თამაში და არც მინსკში. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დღეს უმასპინძლებს ამხანაგურს. ქუთაისში საქართველოს ადრეც...

ფეხბურთის კაცი!
ჩანაწერი

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34...

მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ
ჩანაწერი

მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ

ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს. “ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ...

ბუენოს აირესში, ობელისკთან
ჩანაწერი

ბუენოს აირესში, ობელისკთან

ლუის სესარ მენოტი დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს როსარიოში (არგენტინა). თამაშობდა: „როსარიო სენტრალში“, „რასინგში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნიუ იორკ ჯენერალიზში“ (აშშ), „სანტოსში“ (ბრაზილია), „იუვენტუსში“ (ბრაზილია). წვრთნიდა: „ურაკანს“, „ბარსელონას“ (ესპანეთი), „ბოკა ხუნიორსს“, „ატლეტიკო მადრიდს“ (ესპანეთი), „რივერ პლეიტს“, „პენიაროლს“ (ურუგვაი), „ინდეპენდიენტეს“, „სამპდორიას“ (იტალია), „როსარიო სენტრალს“. ნაკრებთაგან არგენტინისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებს. 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა....

ქალს უფრთხილდი, ლეო
ჩანაწერი

ქალს უფრთხილდი, ლეო

“ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა “ჩელსის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის, ალვარო მორატას მეუღლე ალის კამპელოა. ბოლო ვიზიტისას ლეომ და ანტონელამ ალისს საჩუქრად “სარკანის” ფირმის 565 ევროიანი...

გრიზმანის თეოლოგია
ჩანაწერი

გრიზმანის თეოლოგია

საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა,...

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან
ჩანაწერი

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

                ის, რაც აქამდე არ წაგიკითხავთ და ის, რაც აქამდე არ იცოდით … არ მინდოდა რუსეთში წასვლა… … კამათისას ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე … ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა მაშინ. არ მრცხვენია პირადულ...