51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის...
წელი: 2017
ლელო ჰაერში 🎥
54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან,...
უფსკრულისკენ სრული სვლით…
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა ჭაბუკებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ, რაც ანდორასთან ვერმომგები და ბოსნიასთან წაგებული გუნდისგან, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. ქართული...
ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია
პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა....
ბუნტისთავი
საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს, „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები...
დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით
მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სამი ერის ორგზის მომგები, ზე 12-ის ორგზის გამარჯვებული! 139 თამაში ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ დამყარებული მსოფლიო რეკორდი! მეტი რა უნდა ინატროს მორაგბემ? მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვოლაბების“ და „ბრამბიზის“ ლეგენდარული 9 ნომერი და კაპიტანი ჯორჯ გრეგანი მაინც გულდაწყვეტილი წავიდა დიდი რაგბიდან, რადგან მისმა ავსტრალიამ სულ ახლახან მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორედ წააგო...
ჰა, ბურთი და ჰა, კანადა
დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ – ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა – გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც ეწვევა რომელიმე მათგანი და „დინამოს“ 55-ათასხმიან წნეხს ისევე ვერ გაუძლებს, როგორც მეორე დონის ნაკრებები. დღეს კი,...
წავა გია?
ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14...
ძველი გემო
ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი მოიგო. ესეც ამხანაგური, თუმცა, მთავარია მოიგო და ქომაგებს განწყობა გამოუკეთა. განწყობა გამოიკეთეს თავად მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც, რაც სამომავლოდ ფრიად მნიშვნელოვანია, აბა, სულ წაგებული ჩვენი მტერი იყოს… საქართველომ კვიპროსს მოუგო და ეს ამ გუნდთან ისტორიაში პირველად მოახერხა; საქართველომ მოიგო გორში და ესეც კარგია – თბილისს გარეთ გაიმარჯვა და ადგილობრივ ქომაგებს...
ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა
„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს. ასეთივე...









