არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლეო მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოუგეს შვეიცარიას – 3:1. ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მსოფლიოს ჩემპიონებს ფიზიკურად მძლავრმა მოწინააღმდეგემ პრობლემები შეუქმნა, თუმცა შეხვედრის გადამწყვეტი მომენტიც შვეიცარიელებმა თავად „გამოიგონეს“ – ფრანგული „რენის“ თავდამსხმელმა ბრელ ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც უპირატესობას ფლობდა უმცირესობაში დატოვა. მოედნიდან გასვლისას მისი...
ჭდე: შვეიცარიის ნაკრები
VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
B ჯგუფში შვეიცარიისა და ყატარის შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, რომლის გამოც ფიფას ოფიციალური გაცხადების გამოქვეყნება მოუხდა. ლაპარაკია VAR-ის შეცდომაზე. ყატარმა 90+4 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შვეიცარიელმა მირო მუჰაიმიმ თავურით თავისი გუნდის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ საკამათო სხვა ეპიზოდი იყო. მე-17 წუთზე ბრეელ ემბოლომ ანგარიში პენალტით გახსნა და სალაპარაკო სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გახდა....
სპალეტი: როდესაც გარკვეულ დონეზე დაბლა ეშვები, სქემებს აზრი აღარ აქვს
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან 0:2 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. „თამაშის ასეთი დასასრული მისი დასაწყისით შეიძლება ავხსნათ. მეტოქემ ტემპით გვაჯობა, როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური სისწრაფით. როდესაც ასე ნელა თამაშობ, სხვა ყველაფერზე ძნელია ლაპარაკი. წინა მატჩის შემდეგ გითხარით, რომ სავარაუდოდ ფეხბურთელებს ხეირიანად დასვენების საშუალება არ მივეცი და დაღლილები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ახლა ასე აღარ იყო. სქემაში...
შენც გეზეიმა, ბერნარდო
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას რა დღეც აყარა, ყველამ იცის — 6:1. ექვსიდან სამი გოლი „ბენფიკას” 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა გაიტანა, თითო კი დაამატეს ვეტერანმა პეპემ, „დორტმუნდის” რაფაელ გუერეირომ და „მილანის” რაფა ლეაომ. შვეიცარიელთა ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის” მცველმა მანუელ აკანჯიმ შეაგდო. პორტუგალია მეოთხედფინალშია, სადაც მაროკოს ხვდება, თუმცა დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე...
მენტალური მონსტრი
შვეიცარიელ გრანიტ ჯაკას, რომელიც „არსენალში” თამაშობს, სერბეთთან 3:2 გამარჯვების შემდეგ მენტალური მონსტრი უწოდეს. შვეიცარიელები მერვედფინალში გავიდნენ, ჯაკამ კი სერბებს თავის გენიტალიებისკენ მიუთითა. ეს შესვენების შემდეგ მოხდა, როდესაც შვეიცარიამ მესამე გოლი გაიტანა და 1:2 ჩამორჩენა 3:2 დაწინაურებით შეცვალა. ჯაკას ჟესტის დანახვაზე სერბი ფეხბურთელები სათადარიგოების ჩათვლით გაგიჟდნენ და საჩხუბრად მოედანზე გაცვივდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში გენიტალიებს...
ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...
ალბანური მაფიის კვალი გამოჩნდა
გახსოვთ, გამოძიება გრანიტ ჯაკას გაფრთხილებასთან დაკავშირებით? ეს გასულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში მოხდა. და აი, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამ ყვითელი ბარათის კვალს ალბანურ მაფიასთან მივყავართ. გაფრთხილების გარშემო რაღაც პატიოსნად რომ არ იყო, თავდაპირველად იმიტომ იფიქრეს, რომ „ელანდ როუდზე” გამართული შეხვედრის („არსენალმა” 4:1 მოიგო) მიწურულს ტოტალიზატორებში შევიდა 52 000 გირვანქა. მავანნი ფსონს ჩამოდიოდნენ, რომ...
ჟორჟინიომ გააფრინა… ბურთი ცაში
იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ წარმოშობით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების C ჯგუფის შეხვედრის მიწურულს პენალტიდან ბურთი შვეიცარიელთა კარის ხარიხას ააცილა, რის შედეგადაც ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთ გუნდსაც დარჩა და მეორესაც. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, როგორც იტალიას, ასევე შვეიცარიას 7 თამაშიდან 15 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ამ ეტაპზე...
რა მოხდა დეშამსა და კომანს შორის?
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოყვა, რასთან დაკავშირებით ჰქონდა გაცხარებული ლაპარაკი კინგსლი კომანთან, რაც ტელევიზიით მთელმა მსოფლიომ ნახა. ეს მოხდა ევრო 2020-ზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირების დამატებითი დროის შესვენების დროს. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გაზეთ „ეკიპთან“ ინტერვიუში...
ვენგერი შეიძლება დაბრუნდეს
დაირხა ხმა, თითქოს არსენ ვენგერი მწვრთნელის საქმეს უბრუნდება. ლაპარაკია, შვეიცარიის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალს” 2018 წელს დაშორდა. მას მერე, ვენგერს პრაქტიკულ საქმეზე აღარსად უმუშავია. ის ფიფაში გლობალური განვითარების შეფობით იქცევდა თავს. ვენგერი 71 წლისაა. შვეიცარიის ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი სჭირდება. ვლადიმირ პეტკოვიჩმა გუნდი დატოვა და „ბორდოს” ჩაუდგა...









