შვეიცარიელ გრანიტ ჯაკას, რომელიც „არსენალში” თამაშობს, სერბეთთან 3:2 გამარჯვების შემდეგ მენტალური მონსტრი უწოდეს. შვეიცარიელები მერვედფინალში გავიდნენ, ჯაკამ კი სერბებს თავის გენიტალიებისკენ მიუთითა.
ეს შესვენების შემდეგ მოხდა, როდესაც შვეიცარიამ მესამე გოლი გაიტანა და 1:2 ჩამორჩენა 3:2 დაწინაურებით შეცვალა. ჯაკას ჟესტის დანახვაზე სერბი ფეხბურთელები სათადარიგოების ჩათვლით გაგიჟდნენ და საჩხუბრად მოედანზე გაცვივდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში გენიტალიებს პირველი სერბი დუშან ვლაჰოვიჩი შეეხო, რომელმაც თავისი გუნდის მეორე გოლი გაიტანა: ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს, მაგრამ სერბებმა ორი გოლით უპასუხეს. ახლა ამბობენ, რომ ვლაჰოვიჩმა უზრდელური ჟესტი მეტოქის გამოსაწვევად კი არ გააკეთა, არამედ იმ ჭორების გასაპროტესტებლად, თითქოს მას თანაგუნდელის ცოლთან რომანი ჰქონდა. მოდი და გაიგე, მართლა ასე იყო თუ არა. ანდა, რამდენად ჭკვიანურია ასეთი მეთოდით პროტესტის გამოხატვა.
საბოლოოდ, მსაჯს 11 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. ამათგან სერბებმა ხუთი ჯაკას ჟესტის შემდეგ მიიღეს.
სოციალურ ქსელებში კი ჯაკა უამრავი ეპითეტით შეამკეს. ბევრი იმით იყო აღფრთოვანებული, რომ ამ კაცს შეუძლია მოწინააღმდეგის ბანაკი ისე გამოიყვანოს წყობიდან, რომ თვითონ ნერვი არ შეუტოკდეს. წარმოშობით კოსოვოელ ალბანელს მენტალური მონსტრი დაარქვეს, რომელიც ადამიანის გონებაზე ზემოქმედების მეთოდებს ფლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
