ევრო 2020-ის მერვედფინალების ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შვეიცარიის ნაკრების მიერ, ფავორიტის, საფრანგეთის დამარცხება და შეჯიბრებიდან გამოთიშვა იყო. ანგარიში შვეიცარიელმა ჰარის სტეფანოვიჩმა გახსნა, რის შემდეგაც მის თანაგუნდელებს ანგარიშის ორამდე გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ — საფრანგეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ეს მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოხდა, მაგრამ რიკარდო როდრიგესმა ვერ გაიტანა, მისი დარტყმული უგო ლორისმა მოიგერია. ამას, საფრანგეთის ნაკრებისა...
ჭდე: შვეიცარიის ნაკრები
ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის”...
ოთხმა მცველმა სამი გოლი გაუშვა
ერთა ლიგის A4 ჯგუფის შეხვედრაში „ჩელსის” ფეხბურთელებმა ტიმო ვერნერმა და კაი ჰავერცმა თავიანთი წილი გოლები კი გაიტნეს, მაგრამ გერმანიას ორჯერ მოუხდა სტუმარ შვეიცარიასთან ანგარიშის გათანაბრება. თამაში 3:3 დამთავრდა. შედეგად, გერმანია ერთი ქულით ჩამორჩება ესპანეთს, რომელმაც უკრაინაში 0:1 წააგო. „ბუნდესმანშაფტი” ასეთ დასაწყისს არ ელოდა. მე-5 წუთზე მარიო გავრანოვიჩმა გაუტანა თავური, 26-ზე კი რემო ფროილერმა ორამდე გაზარდა...
ესპანეთმა ცუდი თამაშით მოიგო
ესპანეთის ნაკრები საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არის, მაგრამ მაინც მოუგო შვეიცარიას 1:0. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის მატჩი. ამავე ჯგუფში წუხელ გერმანიამ უკრაინას სტუმრად 2:1 სძლია. ესპანელთა გამარჯვების გოლი „რეალ სოსიედადის” 23 წლის მარცხენა გარემარბმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. გოლი მე-14 წუთზე შვეიცარიელების უხეშ შეცდომას მოჰყვა — უწყინარ სიტუაციაში მეკარის საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს (იხ....
გადარჩა!
„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან...
ნადირობა ნეიმარზე
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატში ბრაზილიაც ჩაერთო. მონდიალების მუდმივმა ფავორიტმა როსტოვში შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა, ესპანური „მარკა” კი ამბობს, რომ შვეიცარიელებს ნეიმარზე აშკარა ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული: მის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ესპანელ ჟურნალისტებს სწამთ, რომ თუკი ნაოპერაციები ნეიმარი მატჩის წინ კვლავ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მატჩის შემდეგ მის ექიმებს უეჭველად ბევრი საქმე გამოუჩნდებოდათ. „მარკა” იხსენებს, რომ...




