ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან 0:1 წააგო და ერთა A ლიგიდან B ლიგაში გავარდა. იქ, სადაც მომავალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები გამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ინგლისი შეიძლება თანაჯგუფელებიც კი გავხდეთ. მაგრამ, მანამდე დიდი დროა. ინგლისელებს ჯერ ახლანდელმა იმედგაცრუებამ და მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის შიშმა უნდა გაუაროთ. აგერ, რას კითხულობს „სანი”: კიდევ მოუთმენლად ელოდებით მსოფლიოს ჩემპიონატს? აკრავთ...
ჭდე: ყატარი 2022
ინგლისის ნაკრების პრობლემები
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი შეშფოთებულია, რადგან მის რამდენიმე ფეხბურთელს პრემიერლიგაში პრაქტიკა აკლია. „სამი ლომის” თავკაცი ამბობს, რომ ბენ ჩილუელის, ლუკ შოუს, ჰარი მაგუაირისა და კევინ ფილიპსის მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის. ინგლისელებს მუნდიალამდე ორი შეხვედრა აქვთ დარჩენილი, იტალიასა და გერმანიასთან. ბრიტანული პრესა ამ თამაშებს მოსამზადებელს უწოდებს, ოფიციალურად კი ეს გახლავთ ერთა ლიგის...
ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს
ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი. გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები...
ეს დაუსრულებელი კორონა
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებენ. „დეილი მეილის” ცნობით იმ 26 ფეხბურთელიდან, რომლებიც შემოდგომაზე საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების განაცხადში უნდა შეიყვანოს, ბევრი ჯერაც აუცრელია. შესაბამისად, ამჟამინდელი რეგულაციების მიხედვით, ნოემბერში, როდესაც ისინი ყატარში ჩავლენ, ხუთი დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ინგლისის ნაკრებს პირველი შეხვედრა...
წარმატებული ჯამბაზობაც ამას ჰქვია
ეს უნდა ნახოთ! 33 წლის ავსტრალიელ მეკარეს ენდრიუ რედმეინს ნაკრებში სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მან „სოკერუ” (ანუ ავსტრალიის ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. კლუბ „სიდნეის” კარის მცველმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სათადარიგოთა შორის სათადარიგოა, პერუსთან ფლეი-ოფის ბოლოს, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ყატარი 2022-ის საგზური მოინადირა. ის მოედანზე დამატებითი დროის ბოლოს, 120-ე წუთზე შევიდა....
კეინმა აურია
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა. „ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter. შეგახსენებთ,...
უელსმა უკრაინა დაამარცხა
„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ. უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით...
ბეილი უკრაინელებს ბოდიშს არ მოუხდის
დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს. ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების...
უცხოპლანეტელების სამწუხაროდ
უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს… გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის...
ჩილე მონდიალს ითხოვს
ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან ეკვადორის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთას ითხოვს. ჩილეს მხარე აცხადებს, რომ ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი ბაირონ კასტილიო კოლუმბიელია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩილელებმა ფიფას უკვე წარუდგინეს, სადაც დასტურდება, რომ კასტილიო კოლუმბიაში დაიბადა. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეკვადორელთა საბუთებით კასტილია 23 წლისაა, მაგრამ ჩილელების მიერ მიწოდებულ დოკუმენტებით 26 -ის არის. ჩილე ითხოვს, რომ ეკვადორს...









