მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
ჭდე: ყატარი 2022
ყატარში მსოფლიო თასი წარადგინეს
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფიფას თასი ოფიციალურად წარადგინეს. ქომაგებს მარავალი ქვეყნიდან, ხანგრძლივად მოუწიათ რიგში დგომა, რათა სანუკვარი პრიზი ენახათ. შეგახსენებთ, რომ ყატარის მონდიალი სტარტს 20 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. 32 მონაწილე 8 ოთხგუნდა ჯგუფებშია გადანაწილებული. პირველ-მეორე ადგილოსნები მერვედფინალის საგზურებს მოიპოვებენ. А ჯგუფი: ყატარი. ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები В ჯგუფი: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი С ჯგუფი:...
პედრი თავის გადახოტრას ან რაღაც სხვას აპირებს
„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესი პირობას დებს, რომ თუ „ლა როხა” ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ის თავს გადაიხოტრავს. „თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით თავს გადავიპარსავ ან პარიკმახერს ვეტყვი რაღაც სხვა ჩამიტაროს, — თქვა ესპანელმა მსოფლიოში უპრეცედენტო ზამთრის მუნდიალის წინ, — ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის წევრებსაც ძალიან გვინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ....
სკალონიმაც დაასახელა…
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა: მეკარეები: ემელიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხერონიმო რული (ვილიარეალი, ესპანეთი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი) მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ხერმან პესელა (ბეტისი, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარკოს აკუნია (სევილია,...
რაფას ფავორიტები
დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაასახელა. „ძნელი საკითხია. რთულია რაიმეს პროგნოზირება. ფავორიტები ალბათ, როგორც ყოველთვის, ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან. თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს“, – თქვა რაფამ, ვინც ინგლისი და ნიდერლანდები არც კი ახსენა და ამით ბევრი...
ფრანგები ყატარში პოგბას გარეშე წავლენ…
საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა რაფაელ პიმენტამ Téléfoot-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. “პოლს დიდი სურვილი ჰქონდა, მალე გამოჯანმრთელებულიყო და გუნდს და ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ასე რომ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, პოგბა...
ლუის ენრიკეს ხუთი მეკარე, სად არის დე ხეა?…
ერთ თვეზე ცოტა ნაკლები დარჩა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მომავალი ტურნირისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გაფართოებული სიაში ვერ მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა. ლუის ენრიკე მუნდიალის საბოლოო არჩევანს 5 მეკარიდან გააკეთებს, რომელთაგან სამი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, ორი ესპანურ ლა ლიგაში: კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“), დავიდ რაია („ბრენტფორდი“), დავიდ სორია...
მესის ბოლო მუნდიალი
ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა. „ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”. „ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან...
ბონეკისთვის ის კვარადონაა
ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, უეფას ვიცე პრეზიდენტმა, „იუვენტუსისა” და „რომას” ვეტერანმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-ს ეთერში სერია A-ს უკვე ჩატარებულ მონაკვეთზე ილაპარაკა. ინტერვიუში ის ისეთ ანომალიასაც შეეხო, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემოდგომაზე ჩატარებაა. უპირველეს ყოვლისა ბონეკმა ლიდერი „ნაპოლი” შეაქო. მან „აძურის” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. „გასულ ზაფხულს ნეაპოლელი მეგობრები ცოტა არ იყოს შეწუხებულები იყვნენ, რადგან ბევრი ფეხბურთელი...
ვან დაიკი: მის ასაკში ამ დონესთან ახლოსაც არ ვიყავი
31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია. ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი...









