მისი კანდიდატურა ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა „მილანს“ ისეთი პირობები წაუყენა, ამ კალიბრის კლუბსაც რომ დააფიქრებს. მაინც რას ითხოვს რანგნიკი? მას სურს კლუბის მთელი სტრუქტურა შეცვალოს, რისთვისაც საკუთარი 18-20 კაცი მიჰყავს და რეფორმებისთვის 140 მილიონ ევროს ითხოვს. აპირებს სრულად განაახლოს ტაქტიკა და შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წლამდე დაიყვანოს. საამისოდ მას სატრანსფერო კარტ-ბლანში და...
ჭდე: უნაი ემერი
ბავშვობაში დაბრუნება
მაურისიო პოჩეტინო ესტუმრა კლუბს, სადაც პირველად გააგორა ბურთი. ეს კლუბი გახლავთ „ნიუელს ოლდ ბოისი” არგენტინის ქალაქ როსარიოდან. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა მწვრთნელმა აქ გაიარა საყმაწვილო აკადემია და 1989-94 წლებში პროფესიული ფეხბურთიც აქ ითამაშა. ნიშნავს თუ არა რამეს ეს ვიზიტი ვერ გეტყვით, ის კი ფაქტია, რომ ოკეანის გადმოღმა, ბრიტანეთში, პოჩეტინოს სახელს აქტიურად უკავშირებენ „არსენალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”....
წადი! – ითხოვს ხალხი
არსენალის ესპანელი მწვრთნელი უნაი ემერი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გაუშვან გუნდიდან. ბრიტანული პრესა წერს, რომ ემერის უკვე ყველა ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა და მას უკვე ვეღარ იტანენ… ხუთშაბათ საღამოს, აინტრახტთან ევრპა ლიგის 1:2 წაგებული შეხვედრისას ემირეითსის ნახევრადცარიელ სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომლებზეც Emery out (ემერი წადი) ეწერა. უმალ ყველას არსენ ვენგერის ბოლო წელიწადი გაახსენდა...
ჯაკა კაპიტანი აღარ არის
გრანიტ ჯაკას „არსენალის” კაპიტნობა ჩამოართვეს. ეს ცნობა თავად „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა. ის მას-მედიის წარმომადგენლებს „გიმარაეშთან” ევროლიგის თამაშის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე შეხვდა. ჯაკას ამბავი ახალია და დიდი შეხსენება არ სჭირდება: მან საკუთარ გულშემატკივრებს აგინა. შვეიცარიელი გუნდს პორტუგალიაში არ გაჰყვა და დღეს არ ითამაშებს. ემერიმ თქვა: „გრანიტს ველაპარაკე. ის „არსენალის” კაპიტანი აღარ არის. მე მას...
საცობში მოხვედრილი ფეხბურთელი
ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს როგორ აყენებდნენ „არსენალის” ფანები შეუარაცხყოფას პიერ-ემერიკ ობამეიანგს. ეს ამბავი „კრისტალ პალასთან” ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შემდეგ მოხდა; სწორედ იმ მატჩის შემდეგ, რომლის დროსაც გრანიტ ჯაკამ გულშემატკივარს აგინა. ჯაკას ამბავი გახმაურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, შვეიცარიელი არ გახლდათ ერთადერთი „მეთოფე”, რომელმაც იმ დღეს ჩრდილო ლონდონელი ფანების რისხვა მოიმკა. პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი „ლამბორგინი ავენტადორით” საცობში...
საკუთარი მაყურებლის გინება და ვინ იყო ვიდეორეფერი? (ვიდეო)
გრანიტ ჯაკა შეიძლება „არსენალის” კაპიტანი აღარ იყოს. მიზეზი: „კრისტალ პალასთან” შეხვედრის (2:2) 61-ე წუთზე, როდესაც ის შეცვალეს და მოედნიდან გადიოდა, ჯერ ირონიულად ყურზე ხელი მიიდო, შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებს აგინა, ბოლოს კი გაბრაზებულმა მაისურა გაიხადა და გასახდელში შევიდა. „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა: „ჩვენ მასთან დალაპარაკებას ვაპირებთ. ჯაკამ რატომღაც მოთმინება დაკარგა და არასწორად მოიქცა. ის რომ...
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...
ძირს ხილის წვენი, გაუმარჯოს არსენალს!
„არსენალის” ბასკი თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელების კვების რაციონში მკაცრად ჩაერია და ბევრი რამ, მათ შორის ხილის წვენი აკრძალა. „მეთოფეთა” ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კარგი შედეგებისთვის მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, სწორი კვებაც აუცილებელია. ესპანელს სურს, არსენ ვენგერის მემკვიდრეობა გააუმჯობესოს და სულ მცირე, ჩემპიონთან გასული სეზონის 37 ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს. ფაქტია: ქულებით საბოლოო ცხრილში „არსენალი”...
კარგი სასიძოების გუნდი
უნაი ემერიმ „არსენალში” არსენ ვენგერი 22 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ბასკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში. ახლა ის ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, ლონდონის კლუბში ატმოსფერო უნდა შეცვალოს. საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში „არსენალს” ყველაზე მეტად ფეხბურთელების უპასუხისმგებლობას საყვედურობდნენ. „მეთოფეთა” ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ ემერის უპირველესი ამოცანაც სწორედ უდარდელი გარემოს...
უილშერმა, ემერიმ გამაგდოო
ჯეკ უილშერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს „არსენალს” დატოვებს. ინგლისელის თქმით, ის „მეთოფეთა” ახალმა მწვრთნელმა, ბასკმა უნაი ემერიმ შეავიწროვა. 26 წლის ნახევარმცველმა ინსტაგრამით ამცნო გულშემატკივრებს, რომ ემერიმ პირობა წაუყენა: „ემირეითზე” დარჩენა თუ გინდა ხელფასის შემცირებას დაჰყაბულდიო. ასეთმა წინადადებამ მისთვის ცხადი გახადა, რომ გუნდიდან უშვებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება დიდად აღარც კი ცადა. ჯეკ უილშერი „არსენალში” 2001 წლიდანაა....









