ჭდე: უნაი ემერი

Home უნაი ემერი
არსენალის სასტარტო კოშმარი
ჩანაწერი

არსენალის სასტარტო კოშმარი

გამოცდაც ამას ჰქვია: „არსენალის” ახალ ბოსს უნაი ემერის პრემიერლიგის მომდევნო სეზონის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტი” შეუმოწმებს ოსტატობას, მეორე ტურში კი „ჩელსი”… ბედი არ მწყალობსო ბასკმა უნდა თქვას. „სიტი” „არსენალს” „ემირეითზე” ჩააკითხავს, „ჩელსისთან” კი „სტემფორდ ბრიჯზეა” თამაში დანიშნული. ვინ იცის 46 წლის ემერი ინგლისში კარიერის დაწყებას ეფექტურად აპირებდა, ზედიზედ მოგებული ან სულ მცირე დაუმარცხებლად ჩატარებული მატჩების...

მაგის დედაც, ჯეკ!
ჩანაწერი

მაგის დედაც, ჯეკ!

„არსენალის” ახალი მწვრთნელი უნაი ემერი დღეს 26 წლის ჯეკ უილშერს უნდა შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ ლონდონიდან წასვლა არ ღირს. უილშერი ერთი ხანია თავისუფალი აგენტია, რადგან „მეთოფეებთან” მის ძველ კონტრაქტს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე გაუვიდა. „არსენალის” ბოსები ნახევარმცველს ეუბნებიან, რომ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ოღონდ მის ადრინდელ ხელფასს, რომელიც კვირაში 120 000 გირვანქას უდრიდა მეოთხედი დააკლდება. ამასობაში...

ესეც, არსენალის მწვრთნელი!
ჩანაწერი

ესეც, არსენალის მწვრთნელი!

რა მიკელ არტეტა, რის მიკელ არტეტა… უნაი ემერი! აი, ვინ გახდება „არსენალის” ახალი მწვრთნელი და ეს ამბავი დღეს-ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება. არადა, „მეთოფეთა” შეფები გასულ კვირაში თავიანთი გუნდის ყოფილ კაპიტანს შეხვდნენ და ყველაფერზე გაურიგდნენ. ესპანელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირას ხსენებული შეფები გაიტრუნენ, ორშაბათს კი პარიზი-ლონდონის თვითმფრინავს სხვა ესპანელი, უნაი ემერი ჩამოჰყვა...

წავიდა, ჰე!
ჩანაწერი

წავიდა, ჰე!

ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია. პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”. ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა...

ემერი გაქურდეს
ჩანაწერი

ემერი გაქურდეს

პარიზში, მეთექვსმეტე რაიონში, რომელიც ზეპური საზოგადოების საცხოვრებელი ადგილია, “პარი სენ ჟერმენის” ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს. ეს ამბავი დილას მოხდა, როდესაც ემერი სტრასბურგში იყო, ლიგის თასის მატჩზე. “მარკას” ინფორმაციით, მწვრთნელის მეუღლემ აღმოაჩინა, რომ სხვა ნივთებთან ერთად მოპარულია ნეიმარის ორი მაისური და ტრანსფერებთან დაკავშირებული დოკუმენტები. პირველი შეფასებით, ემერების სახლიდან გატანილი ნივთები 20 ათასი ევროს ღირებულებისაა....

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !
ჩანაწერი

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !

პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის პენალტებს უყუროს ? ორი თვის წინ „ლიონთან“ კავანიმ და ნეიმარმა ბურთი ვერ გაიყვეს თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად და...