რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა. საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში როდია – შემტევი ნახევარმცველი „სიტის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში კევინმა უკან სეზონის...
ჭდე: სიტი
ბოდიში ფრანგულად
მადრიდის „რეალის“ ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი განახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის ანტიგმირი გახდა. მან „მანჩესტერ სიტისთან“ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და აქედან ორი საბედისწერო გამოდგა. რაფაელ ვარანმა ნამატცევს კი მოიბოდიშა, მაგრამ მისი „რეალი“ უკვე ჩემპიონთა ლიგის მიღმაა: „რეალმა“ ჩემს გამო წააგო. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. კარგად მოვემზადეთ, თუმცა ჩემმა შეცდომებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. თანაგუნდელები შემეცოდნენ“, –...
ანჩელოტის ყოფილი გუნდების არ სჯერა
ინგლისური „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის შესახებ პროგნოზს აკეთებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ მან ფავორიტთა შორის არცერთი ყოფილი გუნდი არ დაასახელა. „რვათა ფინალის“ პროგნოზირება ცოტა რთული თემაა, მაგრამ რამდენიმე გუნდს უპირატესობა მაინც აქვს. მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდება. რაც შეეხება ფავორიტებს, ჩემი აზრით ის გუნდები არიან, რომლებისთვისაც ჩემპიონთა ლიგის...
ესპანელები ევროთასებს ვირუსით ხვდებიან
ესპანურ „სევილიაში“ კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 26 ივლისს ჩაბარებული გეგმიური ტესტებიდან ერთზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელის ვინაობა არ გასაჯაროებულა. გუნდი კარანტინში გადავიდა და მორიგ ტესტირებას ელის, რომელიც 30 ივლისსაა დაგეგმილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ფეხბურთელები ინდივიდუალურ ვარჯიშებს. არადა, უკვე 6 აგვისტოს „სევილიას“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩი აქვთ იტალიურ „რომასთან“, რომელსაც გერმანული დუისბურგი უმასპინძლებს. პრობლემებია მადრიდის...
რუმენიგეს კრიტიკა და სიხარული
სულ უფრო და უფრო უტევენ უეფას სხვადასხვა ქვეყნის კლუბები. „მანჩესტერ სიტის“ ჯერ დისკვალიფიკაცია და შემდეგ მისი მოხსნა, თავდაპირველად ინგლისში აღნიშნეს და ევროპული მმართველი ორგანოს უსუსურ მუშაობას მიაწერეს, თუმცა, ჩანს, უკმაყოფილონი არიან ბრიტანეთს გარეთაც. მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გააკეთა სპორტული არბიტრაჟის მიერ „მანჩესტერ სიტისთვის“ დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე. „ვფიქრობ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება...
სიტი-რეალი უკვე საეჭვოა
ჯერ ვერავინ ამბობს, სად და როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დღეიდან ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა მათთვის, ვინც ქვეყანაში ესპანეთიდან შედის. გადაწყვეტილების მიზეზი ესპანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა გახდა – მხოლოდ პარასკევს დაინფიცირების 900 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბუნებრივია, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამონაკლისს არ ითვალისწინებს...
ასტრონომი შეიხები
ჯერაც არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა „სიტისთვის“ ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევაში ბრალდების მოხსნის გამო. ბევრ ინგლისურ კლუბში ჩათვალეს, რომ ამით თავად ფეარ ფლეის პრინციპი მოკვდა და დიდი ფული უსამართლო უპირატესობის წინაპირობა ხდება. აგერ, დასტურიც: როგორც კი „სიტის“ მფლობელმა შეიხებმა გაიგეს, ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიკაცია მოგვეხსნაო, გვარდიოლას სურვილის ჩაფიქრების უფლება მისცეს. პეპმაც ჩაიფიქრა – ორი ცენტრალური მცველი, ერთი ლეროი...
მხოლოდ გაუმართლა…
ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალისთვის“ მართლაც განსაკუთრებული მწვრთნელია, თუმც თავად ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ მხოლოდ, გაუმართლა. „თავს განსაკუთრებულად არ ვთვლი. გამიმართლა, რომ ვარ ამ კლუბში და ყოველდღიურად მიწევს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებთან მუშაობა. ყოველი დღით ვტკბები, რადგან ადრე თუ გვიან ეს დასრულდება. არავინ იცის რა იქნება მომავალში, ამიტომ არასდროს ვსაუბრობ მომდევნო წელიწადზე ან სეზონზე. მაქვს კონტრაქტი...
ალაბას ცალმხრივი სიყვარული
წლების წინ ქართულ რესტორნებში მღეროდნენ ხოლმე – „ვისაც ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს, ვინაც მე მიყვარს – არ მეკარება“… დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და,...
სიტი გაამართლეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარ ვებ-გვერდზე „მანჩესტერ სიტის“ შესახებ ვერდიქტი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, უეფამ „ქალაქელები“ ევროტურნირებიდან ორი წლით მოკვეთა, მაგრამ აპელაციამ გაჭრა და „სიტი“ საარბიტრაჟო სასამართლომ გაამართლა. შედეგად 30-მილიონი ჯარიმა, რომელიც უეფამ ბრიტანულ კლუბს გამოუწერა, 10 მილიონ ევრომდეა შემცირებული. შეგახსენებთ, უეფამ „მან.სიტი“ ევროტურნირებიდან ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევის გამო მოკვეთა. კლუბი სასპონსორო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში იქნა...









