სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარ ვებ-გვერდზე „მანჩესტერ სიტის“ შესახებ ვერდიქტი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, უეფამ „ქალაქელები“ ევროტურნირებიდან ორი წლით მოკვეთა, მაგრამ აპელაციამ გაჭრა და „სიტი“ საარბიტრაჟო სასამართლომ გაამართლა. შედეგად 30-მილიონი ჯარიმა, რომელიც უეფამ ბრიტანულ კლუბს გამოუწერა, 10 მილიონ ევრომდეა შემცირებული.
შეგახსენებთ, უეფამ „მან.სიტი“ ევროტურნირებიდან ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევის გამო მოკვეთა. კლუბი სასპონსორო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში იქნა შემჩნეული.
„სიტიმ“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, თუმცა ბრძლას მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს და 7 აგვისტოს მერვედფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. „ქალაქელებმა“ პირველი შეხვედრა 2:1 მოიგეს.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
