ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალისთვის“ მართლაც განსაკუთრებული მწვრთნელია, თუმც თავად ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ მხოლოდ, გაუმართლა.
„თავს განსაკუთრებულად არ ვთვლი. გამიმართლა, რომ ვარ ამ კლუბში და ყოველდღიურად მიწევს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებთან მუშაობა. ყოველი დღით ვტკბები, რადგან ადრე თუ გვიან ეს დასრულდება. არავინ იცის რა იქნება მომავალში, ამიტომ არასდროს ვსაუბრობ მომდევნო წელიწადზე ან სეზონზე. მაქვს კონტრაქტი და ვარ ბედნიერი. მსოფლიო ფეხბურთში, შესაძლოა, ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალოს. შედეგად, არ ვიცი რა იქნება მომავალში,“ – ამბობს ზიზუ.
შეგახსენებთ, „რეალმა“ ვადაზე ადრე მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა და ახლა სრულად გადაერთვება ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც განმეორებითი მერვედფინალური მატჩი ელის „მანჩესტერ სიტისთან“. პირველი შეხვედრა მადრიდელებმა 1:2 წააგეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
