საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...
ჭდე: საქართველო
უეფამ სომხეთი პოლონეთში წაიღო
სომხეთ – აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენების გამო, უეფას მიიღო გადაწყვეტილება და 2020-21 წლების სეზონის ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. შედეგად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთის ნაკრები საქართველოს პოლონეთის ქალაქ ტუხში უმასპინძლებს. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გულშემატკივრის...
ბელარუსთან მაყურებელი არ იქნება
საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით, მომდევნო დღეებში მიიღებს. თუმცა, ისტორიულ მატჩამდე სულ სამი დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ. არადა, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, მასპინძელ გუნდს სტადიონის ტევადობის 30 %-ის შევსების უფლება მიეცა, მაგრამ გულშემატკივართა...
მარხელმა 28 შეარჩია
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ის 28 ფეხბურთელი დაასახელა, რომლითაც 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება. ეს ევრო 2020-ის ფლეი ოფის ნახევარფინალი იქნება. წყვილის უმჯობესი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს შეეცილება. მარხელმა თბილისში გასამართი მატჩისთვის ეს შემადგენლობა შეარჩია: მეკარეები ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი)...
წინ, ევროპიკენ!
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს. ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ,...
სანამ ვაისი ფიქრობს
საქართველოს ეროვნულ გუნდს 8 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ბელარუსის ნაკრებთან. სანამ ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც საბოლოო 27-კაციან სიას 28 სექტემბერს გამოაცხადებს. 3 ოქტომბერს კი გუნდი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში...
რუსი სტუმარი? ვინ დაპატიჟა?
გუშინ თბილისის „ლოკომოტივისგან“ მოსკოვის „დინამოს“ ძლევამ ისეთი სიხარული მოგვგვარა, მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში რომ ვერ ეტევა. სპორტისგან ძალიან შორს მდგომი სიხარულიც იყო, მაგრამ ისე როგორ მოხდებოდა, თავადვე არ გაგვეფუჭებინა საერთო სურათი?! „მიხეილ მესხზე“ აკრედიტირებულ ახალგაზრდას პოლიციელებმა მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზი – მაისურზე საქართველოს რუკა იყო დატანილი აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად… საბაბი -სტუმრებს პატივი ვცეთ და არ გავაღიზიანოთო… როგორ უნდა...
ორი ნაბიჯით წინ
ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს....
დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი
მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ – სლოვენიის ფრეს ფონზე. საქართველო იმედოვნებს, რომ ლატვია საქართველოს ძმაა. საქართველო, ასევე, იმედონებს, რომ ლატვიას დაამარცხებს. ლატვიელთა მიერ ნორვეგიელთა ძლევა იმითაც...
ბელარუსის ნაკრები ლუკაშენკოს აუჯანყდა
ბელარუსმა ფეხბურთელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც გმობენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას და თანაუგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს. სულ მიმართვაში 93-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის უმაღლესი და პირველი ლიგის მოთამაშეები, ეროვნული ნაკრების წევრები და ლეგიონერები არიან. ვიდეომიმართვის ბოლოს გაკეთებულ ჩამონათვალში ფიგურირებენ ბელარუსის ნაკრების წევრები ალექსანდრ საჩივკო, სტანისლავ დრაგუნი, ანტონ ჩიჩკანი და პაველ ნეხაიჩიკი. უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკური სამზარეულოს...









