ჭდე: საბა ლობჟანიძე

Home საბა ლობჟანიძე
ორი კლუბი წავიდა
ჩანაწერი

ორი კლუბი წავიდა

თურქეთში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ – ყველაზე ძლიერმა 1939 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში და მეზობელ სირიაში 33 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ტრაგედია თურქულ ფეხბურთსაც შეეხო. ადგილობრივი სუპერლიგის ორმა კლუბმა  – „ჰათაისფორმა“ და „გაზიანთეფმა“ უკვე გამოაცხადეს ჩემპიონატის დატოვების შესახებ. ამრიგად, სეზონის განმავლობაში უმაღლესი დივიზიონი 19 გუნდიდან 17-მდე შემცირდება. ტურნირი 17 თებერვალს შეკვეცილი შემადგენლობით გაგრძელდება. „ამ მძიმე...

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
ჩანაწერი

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში

საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია...

ხვიჩა – 35 000 000!
ჩანაწერი

ხვიჩა – 35 000 000!

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გაზარდა – ასეთი შეფასება აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. კვარაცხელიას გარდა, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილის ფასიც გაახლდა და ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. სხვა ქართველი ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ფასი (მლნ ევრო) ასეთია: საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი –...

მამარდა !!!
ჩანაწერი

მამარდა !!!

1993-94 წლების სეზონის შემდეგ, მეორედ საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდა. გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, 2021-22 წლების სეზონის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელსაც პრიზი ილია ბაბუნაშვილმა გადასცა. დაჯილდოება „სტამბაში“ შედგა. დამსწრეთა შორის იყვნენ – ჩვენი პარტნიორი თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები, გულშემატკივრები, ბიზნესმენები და ცხადია, ჟურნალისტები… „სარბიელმა“ 75 სპორტული...

სეზონის კაცი
ჩანაწერი

სეზონის კაცი

წლეულს, ისევე როგორც შარშან, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად საუკეთესო დებიუტანტიც გამოვავლინეთ და ექსკლუზიურად დამზადებული პრიზიც გადავეცით (ხვედელიძის ფიგურა ბაადურ წულაძის ცნობილი ფილმიდან „ფეოლა“). წლეულს, ჩვენი პარტნიორი თბილისის მერია გახლდათ, რისთვისაც მადლობაც ალალი იყოს. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვას 1992-1993 წლების სეზონიდან ვატარებთ, 2008 წლის შემდეგ კი „ლიდერბეთთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ. წლევანდელ გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი...

სანიოლმა საქართველო დაინახა
ჩანაწერი

სანიოლმა საქართველო დაინახა

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩი გამართა. ყველაზე ცუდი. ჩვენები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდნენ. არადა, დასაწყისში ანგარიშის გახსნა ჩვენებს შეეძლოთ – მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლის გატანის შემთხვევაში თამაშის სცენარი შეიცვლებოდა და ჩვენები რამე სასურველ შედეგს მიიღებდნენ. ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრები ერთ დიდ ლანდად...

იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
ჩანაწერი

იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან  მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა...