სანაკრებო პაუზის დროს საქართველომ დრო იხელთა და ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მეტოქე რომ დიდი სახელით არ გამოირჩევა, ამაზე არ ვიკამათოთ, რადგან მეორე ნაკრებითაც კი დავამარცხეთ – 1:0. ანგარიშმა არ მოგვატყუოს. უპირატესობა ჩვენი იყო, მომენტებიც ბევრად მეტი გვქონდა. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იყო ეპიზოდები, სადაც გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა – ბოლო წუთზეც კი. გიორგი ლორია –...
ჭდე: საბა ლობჟანიძე
26 ქართველი…
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. სეზონის დასრულების შემდეგ, ნაკრებს გაინბერგში „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს ყველა გამოძახებულმა, 26-ვე ფეხბურთელმა ივარჯიშა. კვირკველია ინდივიდუალურად ემზადებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) მცველები სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ...
ვილიმ კითხვებს უპასუხა…
16 და 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს შოტლანდიისა (შინ) და ესპანეთის (სტუმრად) ნაკრებებთან. ამ თამაშებისთვის მოსამზადებლელი შეკრება ნაკრებმა 13 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა: „მარტის პლეი ოფამდე მხოლოდ ეს ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა, რაც ფეხბურთელებისთვის კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ყველამ ვიცით, რომ...
სანიოლის ბიჭები ბოლო მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიას უმასპინძლებს. 19 ნოემბერს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვალიადოლიდში გამართავს. ტრავმების გამო ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა დააკლდებიან, სანიოლმა გუნდში დააბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია. ამჯერად სანაკრებო...
17 სექტემბერს: ლობჟანიძე VS მესი
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულi MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს, ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს, ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. „ლობჟაიძეს სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდან ვესაუბრებით. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ ეთამაშა. მას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის...
რა სიახლე იყო ნაპოლის თამაშში?
„ნაპოლიმ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კასტელ დი სანგროში. რუდი გარსიას გუნდმა თურქულ „ჰათაისფორს” 4:0 მოუგო. „ჰათაისფორში” ორი ქართველი თამაშობდა: საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია. „ნაპოლიში” — ხვიჩა კვარაცხელია. calciomercato-ს აზრით პირველ ტაიმში იტალიის ჩემპიონთა თამაშში რამდენიმე საინტერესო მომენტი გამოიკვეთა. იტალიურ პორტალს მოეწონა მარჯვენა ფრთა, სადაც ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სიახლე...
აბურჯანია ჰათაისპორში…
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრელებს – მან კონტრაქტი „ჰათაისსპორთან“ გააფორმა. „გიორგი აბურჯანიამ, რომელსაც უთამაშია ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენი გუნდის წევრი გახდა“, – წერს თურქული კლუბის ვებ-გვერდი. აბურჯანია „ჰათაისსპორთში“ გადასვლამდე პორტუგალიის ჩემპიოანტში, „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა, მას სხვადასხვა დროს კვიპროსის „ანორთოსისში“, ესპანურ „ხიმნსტიკში“, „ლუგოსა“ და „ოვიედოში“ უთამაშია, ასევე...
დარჩა ჟორჟი…
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე 24 ფეხბურთელით ვარჯოშობს. დღეს გუნდს შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ჩამოსასვლელი მხოლოდ „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე დარჩა, რომეოც ეროვნულ გინდს11 ივნისიდან შეუერთება. გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ვინც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ მზადება....
შოთა აჩისთან…
ავტორიტეტული თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ინფორმაციით, შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება და „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის. ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, სეზონის ბოლოს კი იქ საბა ლობჟანიძე თამაშობდა. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო. გამოცდილ სპეციალისტი, რომელიც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარი იყო, თურქეთის სუპერლიგის გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. „გასულ სეზონში „ქარაგუმრუკს“ იტალიელი ლეგენდა ანდრეა პირლო წვრთნიდა....
საბა ანდრეასთან…
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორი“ იმდენად დაზარალდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ (ისევე, როგორც „გაზიანთეფმა“) თურქეთის სუპერლიგიდან დროებით გასვლის შეახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ფეხბურთელები სხვა კლუბებში გადანაწილდებიან. საბა ლობჟანიძე კარიერას სეზონის ბოლომდე იჯარით თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქში“ გააგრძელებს, რომელსაც იტალიის ნაკრების, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო წვრთნის. „ჰათაისფორმა“ და „ქარაგიუმრუქმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს....









