საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრელებს – მან კონტრაქტი „ჰათაისსპორთან“ გააფორმა.
„გიორგი აბურჯანიამ, რომელსაც უთამაშია ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენი გუნდის წევრი გახდა“, – წერს თურქული კლუბის ვებ-გვერდი.
აბურჯანია „ჰათაისსპორთში“ გადასვლამდე პორტუგალიის ჩემპიოანტში, „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა, მას სხვადასხვა დროს კვიპროსის „ანორთოსისში“, ესპანურ „ხიმნსტიკში“, „ლუგოსა“ და „ოვიედოში“ უთამაშია, ასევე იყო ნიდერლანდების ჩემპიონატში „ტვენტეს“ ფეხბურთელი.
აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 თამაში აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.
შეგახსენებთ, რომ „ჰათაისპორში“ კიდევ ერთი ქართველი საბა ლობჟანიძე თამაშობს, რომელმაც თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძრის შემდეგ გასული სეზონის „ქარაგიუმრუქში“ ჩაამთავარა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
