წლეულს, ისევე როგორც შარშან, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად საუკეთესო დებიუტანტიც გამოვავლინეთ და ექსკლუზიურად დამზადებული პრიზიც გადავეცით (ხვედელიძის ფიგურა ბაადურ წულაძის ცნობილი ფილმიდან „ფეოლა“).
წლეულს, ჩვენი პარტნიორი თბილისის მერია გახლდათ, რისთვისაც მადლობაც ალალი იყოს.
შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვას 1992-1993 წლების სეზონიდან ვატარებთ, 2008 წლის შემდეგ კი „ლიდერბეთთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ.
წლევანდელ გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი… და საუკეთესო დებიუტანტი.
ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯაროა.

მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, ვინც ჯამში 163 ქულა მოაგროვა და 10-ით აჯობა მეორეადგილოსან ხვიჩა კვარაცხელიას, საქართველოს ნაკრებისა და ამჯერად უკვე იტალიური „ნაპოლის“ შემტევს.
მამარდაშვილს 75-დან 38-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი. კვარაცხელიას 30-მა.
ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ ნახევარმცველს საბა ლობჟანიძეს მიაკუთვნა.
წინა სეზონი გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ გაატარა. ესპანური ლა ლიგის გუნდში თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადასული გიორგი, თავდაპირველად კლუბის მეოთხე მეკარედ მიიჩნეოდა, მაგრამ მწვრთნელები მალევე დაარწმუნა თავის მაღალ ოსტატობაში, საიმედოობაში და წინა სეზონის პირველსავე ტურში ძირითად მეკარედ ვიხილეთ. მან სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი ჩემპიონატი და „ვალენსიამ“ რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ითამაშა გიორგი მამარდაშვილის დიდი დამსახურება გახლავთ. გიორგი რამდენჯერმე დაასახელეს ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში და კონკრეტული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
მესამე საბა ლობჟანიძე გახლავთ, ვინც ეროვნულ გუნდშიც და კლუბშიც ფრიად სასარგებლო ფეხბურთელი გახლავთ და მწვრთნელებთან ერთად ჟურნალისტებიც მასზე საკმაოდ კარგი წარმოდგენის ვართ. გამოკითხვაში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ის სამეულში შეიყვანა, რაც, თავისთავად, ფეხბურთელის შრომის დაფასებაზე მეტყველებს.

ნომინანტთა შორის სულ 18 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ ხუთი თამაშობდა ეროვნულ ლიგაში და ხუთივე “ბათუმში”. სადღეისოდ კი მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილი და ფლამარიონი, დარჩნენ. სხვათა შორის „ბათუმის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ამას წინათ ქართული პასპორტი მიიღო.
აუცილებლად სათქმელია, რომ გიორგი მამარდაშვილი მეორე მეკარეა, ვინც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ირგუნა. პირველი აკაკი დევაძე გახლდათ, რომელმაც „სარბიელის“ გამოკითხვაში 1995 წელს იმარჯვა.
დანარჩენი ქვემოთ…
[table id=37 /]
[table id=41 /]
![კარიერა | გიორგი მამარდაშვილი - პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც ტოპ-5-ლიგაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/09/1632131078-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.jpg)
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
