სანიოლმა საქართველო დაინახა

Home კატეგორიის გარეშე სანიოლმა საქართველო დაინახა
სანიოლმა საქართველო დაინახა

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩი გამართა. ყველაზე ცუდი. ჩვენები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდნენ.

არადა, დასაწყისში ანგარიშის გახსნა ჩვენებს შეეძლოთ – მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლის გატანის შემთხვევაში თამაშის სცენარი შეიცვლებოდა და ჩვენები რამე სასურველ შედეგს მიიღებდნენ. ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრები ერთ დიდ ლანდად ჩანდა.

ამ ეტპაზე ვილი სანიოლის მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს – რუმინეთთანაც და ნიდერლანდებთანაც ამხანაგური თამაშები იყო. თუმცა, სანიოლს რომ ბევრ თავსატეხს გაუჩნდა, ამასაც ვერ გავექცევით.

ახლა, მთელი ყურადღება შემოდგომის ოფიცილურ მატჩებზე იქნება გადატანილი. მერე ვნახოთ…

 

No description available.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.