„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მომდევნო სეზონიდან მათი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდეს. ახლა, როდესაც კლუბს ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს — 1 თებერვლიდან ედ ვუდვორდის კაბინეტი რიჩარდ არნოლდმა დაიკავა — რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიება აქტიურ ფაზაში გადავა. ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მოსწონს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც —ხელმძღვანელობის სიმპათია „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ...
ჭდე: რალფ რანგნიკი
ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა
კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული...
ლინგარდი რანგნიკზე გაბრაზდა
ჯესი ლინგარდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რალფ რანგნიკის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. გერმანელმა თქვა თითქოს ის ორდღიან დასვენებას ითხოვდა. ლინგარდი ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება; „იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს და ამის მიუხედავად კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არც „ნიუკასლ იუნაიტედში“ გაუშვა და არც „ვესტ ჰემში“. ლინგარდი 29 წლისაა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, მოედანზე სულ 88...
პოგბამ მომავალს გადახედა
თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს. მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ...
არ ყოფილა რანგნიკი ცუდი
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი მწვრთნელის ძიებაზე ხელი აიღოო, წერენ ინგლისში. კლუბის ხელმძღვანელები რალფ რანგნიკით კმაყოფილები ყოფილან. გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის რვა შეხვედრიდან ხუთი მოიგო, წააგო მხოლოდ ერთი და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გუნდი მეოთხე რაუნდში გაიყვანა, სადაც მომავალ კვირაში „მიდლსბროს“ უნდა შეხვდეს. მაშ, რა პრეტენზია აქვს გულშემატკივარს? საყვედური უპირველეს ყოვლისა თამაშის ხარისხს და სანახაობრივ მხარეს ეხება, მაგრამ „იუნაიტედის“...
გინდა ფერგი თაიმი ეძახე და გინდა რალფი თაიმი
ამას წლობით „ფერგი თაიმი“ ერქვა, ახლა „რალფი თაიმი“ უწოდეს. მოკლედ, რაც გინდა ის დაარქვი ერთი ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოლო წამს გოლის გატანა და მეტოქისთვის ქულების ხელიდან გამობდღვნა სისხლში აქვს. მანკუნიანელებმა „ვესტ ჰემთან“ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვეს — 22 ტურის შემდეგ 38 ქულით მეოთხე ადგილზე არიან. ყურადღება იმანაც მიიპყრო, რომ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა რალფ რანგნიკის მიერ...
სიტი იუნაიტედს ბაზარშიც სჯობია
„მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაფერში სჯობს, როგორც ჩანს ვაჭრობაშიც. „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილს შთამბეჭდავად ლიდერობს — მდევარ „ლივერპულს“ 11 ქულით უსწრებს. „ქალაქელებს“ იღბალიც სწყალობთ — აფრიკის ერთა თასიდან სრულიად მოულოდნელად გავარდა ალჟირის ნაკრები, რაც „ეტიჰედზე“ რიად მაჰრეზის დროულად დაბრუნებას ნიშნავს. „სიტი“ გახლავთ გუნდი, რომელსაც ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელი, ეგრეთწოდებული 9 ნომერი არ ჰყავს და ამის მიუხედავად მიმდინარე...
გაბრაზებული რონალდუ ბრენტფორდის წინააღმდეგ
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრენტფორდს“ სტუმრად 3:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუ კი თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე ჰარი მაგუაირით შეცვალეს. შეცვლამ პორტუგალიელი გააღიზიანა, რაც გასვლასა და სკამზე ქურთუკის დაგდებაზე შეეტყო. 71-ე წუთზე რალფ რანგნიკმა ერთბაშად ორი მოთამაშე გაიყვანა მოედნიდან. მეორე ცვლილება ასეთი გახლდათ: მარკუს რეშფორდი მეისონ გრინვუდის ნაცვლად. „სანმა“ ყურადღება გაამახვილა, რომ გერმანელი მწვრთნელი რონალდუსთან ჩახუტებას ცდილობდა, მაგრამ...
რონალდუმ, მივდივარო
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნით უკმაყოფილოაო. მალე მას 37 წელი უსრულდება, თამაშს 40 წლამდე აპირებს და გამარჯვებულად სურს წასვლა. გასულ ზაფხულს მანჩესტერში იმ იმედით დაბრუნდა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, იფიქრა გუნდი დიდი მიზნებითვის იბრძოლებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახალი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მისვლის შემდეგ, შიდავითარება კიდევ უფრო აირია. ახლა „იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზეა და თამაშის ხარისხის...
რანგნიკი რონალდუსკენ, რონალდუ კი ახალგაზრდებისაკენ
რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუს მხარი დაუჭირა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა თქვა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სწორად მოიქცა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს შემოუძახა. „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის წინ, გერმანელმა თქვა: „ვეტერანები და ახალგაზრდები ერთსულოვნები უნდა იყვნენ. ჩვენ ბევრი უმაღლესი დონის, ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და კრიშტიანუ ცამდე მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ყველანი ერთად უნდა განვვითარდეთ. თუ გუნდში შექმნილი სიტუაცია ბიჭებთან...









