„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრენტფორდს“ სტუმრად 3:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუ კი თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე ჰარი მაგუაირით შეცვალეს. შეცვლამ პორტუგალიელი გააღიზიანა, რაც გასვლასა და სკამზე ქურთუკის დაგდებაზე შეეტყო.
71-ე წუთზე რალფ რანგნიკმა ერთბაშად ორი მოთამაშე გაიყვანა მოედნიდან. მეორე ცვლილება ასეთი გახლდათ: მარკუს რეშფორდი მეისონ გრინვუდის ნაცვლად.
„სანმა“ ყურადღება გაამახვილა, რომ გერმანელი მწვრთნელი რონალდუსთან ჩახუტებას ცდილობდა, მაგრამ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მეგობრულ ჟესტს ცივად უპასუხა. კიდევ, კრიშტიანუ სათადარიგოთათვის გამოყოფილ ერთ-ერთ სკამზე კი არ ჩამოჯდა, იქვე, კიბეზე დაჯდა, რითიც ასევე გამოხატა თავისი გაღიზიანება.
ერთი ხნის შემდეგ რანგნიკი სუპერვარსკვლავთან მივიდა და რაღაც უთხრა. „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ფორვარდი ამის შემდეგ შედარებით დაწყნარდა.
„იუნაიტედმა“ „ბრენტფორდს“ კომფორტულად მოუგო, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ერთი შეხედვით ამის წინაპირობა არ ჩანდა.
თამაშის შემდეგ რანგნიკმა თქვა, რომ მას პორტუგალიელთან პრობლემა არ აქვს. BT Sport-თან ინტერვიუში მწვრთნელმა ასე ილაპარაკა: „მისი საქციელი ნორმალური იყო. ის თავდამსხმელია, თავდამსხმელს კი გოლის გატანა უნდა.
აქ საქმე სხვა რამაა. კრიშტიანუ ტრავმის შემდეგ მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო, ჩვენ კი უახლოეს მომავალში ახალი თამაში გველის.
გარდა ამისა, „ვილა პარკზე“ მომხდარი რომ არ განმეორებულიყო, მოპოვებული უპირატესობა უნდა შეგვენარჩუნებინა. მინდოდა ხუთ მცველზე გადავსულიყავით. როგორც ნახეთ, გოლი მაინც გავუშვით. უარესი აღარ უნდა მომხდარიყო“.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ თავად რონალდუმაც დააწყნარა სიტუაცია. მან სოციალურ ქსელში დაწერა: „სამი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ! ყოჩაღ, ბიჭებო!“
ქვემოთ, ამ შეხვედრაში რონალდუს თამაშის ეპიზოდებს და მოედნიდან გასვლის მომენტს გთავაზობთ:
https://www.youtube.com/watch?v=49DfjtSsCKw
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
