„მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა პოლ სქოულზმა თავის საყვარელ კლუბს მოუწოდა ზაფხულზე მაინც გადაიბიროს ანტონიო კონტე. მისი აზრით 52 წლის იტალიელი ბოლოს და ბოლოს დაამთავრებს არეულობას „ოლდ ტრეფორდზე”. ლეგენდარული „იუნაიტედის” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ დროებითმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გუნდში ახალი არეულობა შეიტანა. მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე კონტეს სამსახურში აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ....
ჭდე: რალფ რანგნიკი
ასოციაციის თასი მაინც…
თეორიულად ფეხბურთის ასოციაციის თასმა „მანჩესტერ იუნაიტედს” შეიძლება კიდევ უშველოს. ისე, როგორც ეს ოდესღაც, 1990 წელს მოხდა, როდესაც შოტლანდიელ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს სერობამდე ჯერ ძალიან ბევრი აკლდა და „ოლდ ტრეფორდზე” თავის დამტკიცებას ცდილობდა. მაშინ „იუნაიტედი” ფინალში გავიდა, იქ განმეორებით თამაშში „კრისტალ პალასი” დაამარცხა 1:0 და… დიდი თავგადასავალიც დაიწყო. არადა, ამ ამბებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფანები...
რანგნიკი მიხვდა, რომ დრო არ ეყოფა
რალფ რანგნიკი შიშობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემების გამოსასწორებლად დრო არ აქვს. ლაპარაკია იმ დროზე, რომელიც მას დროებითი მწვრთნელის კონტრაქტით აქვს გამოყოფილი. ამ ხელშეკრულების ვადა გერმანელს მაისის ბოლოს გაუდის. „დეილი მეილმა“ შეიტყო დიდი სირთულეების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა რანგნიკი მას მერე რაც „იუნაიტედის“ ტოქსიკურ გარემოში ამოჰყო თავი. ამბობენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ახლა ისეთივე ბნელი პერიოდი დგას,...
მანჩესტერ იუნაიტედი კულისებს მიღმა
რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთა ურთიერთობებში გაიხლართა. „სანმა“ შეიტყო, რომ ცუდი ფორმის მიუხედავად რანგნიკი ერთ ჯგუფს უპირატესობას ანიჭებს, რითაც მეორეს აღიზიანებს. „ვულვერჰემპტონთან“ 0:1 წაგების შემდეგ ლუკ შოუმ თავი ვეღარ შეიკავა და თანაგუნდელები საჯაროდ გააკრიტიკა; თავდადება, ერთსულოვნება და გამარჯვების წყურვილი დაუწუნა მათ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ წყარომ, რომელიც კლუბში ტრიალებს და ყველაფრის მოწმეა (ვინ იცის ერთ-ერთი ფეხბურთელიც იყოს),...
შნო ჰქონდა და იუნაიტედს მანჩესტერში მოუგო
„სანი“ წერს, რალფ რანგნიკს საქმე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაყრისკენ ისე მიუდის, თაფლობის თვე არ ჰქონიაო. გაზეთის აზრით, რაც გერმანელი მანკუნიანელთა მწვრთნელია, მხოლოდ „ბარნლისთან“ თამაშის პირველი 35 წუთი ვარგოდა, დანარჩენი კი წყალშია გადასაყრელი. გუშინ, ჟოაო მოუტინიუს დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ვულვერჰემპტონმა“ მოუგო და მთავარი ეს ერთი დარტყმა არ ყოფილა — სტუმრები „ოლდ ტრეფორდზე“ გამარჯვებას გულწფელად იმსახურებდნენ. მსაჯის წამატებულ...
მანჩესტერმა ამოისუნთქა
რალფ რანგნიკის პირველი პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული გამოდგა. ამიტომ, ვითარების განმუხტვისთვის ასეთი მოგება მისწრება იყო: 3:1 „ბარნლისთან“. და აქ მხოლოდ ანგარიშზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თამაშის ხარისხიც კარგი გამოვიდა. არადა, რა არის დასამალი, „ოლდ ტრეფორდის“ გარშემო უკვე კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა გერმანელი მწვრთნელი ისეთი კალიბრის გუნდის გაძღოლას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. თავად განსაჯეთ, აქამდე იყო...
ჯერჯერობით რანგნიკიც სულშერია
რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად რალფ რანგნიკი მივიდა, გუნდმა ორიდან ორი მოიგო. „ნორვიჩთან“, მანკუნიანელებს სამი ქულა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულმა პენალტმა მოუტანა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც გერმანელ სპეციალისტს და „იუნაიტედის“ ქომაგებს სურთ. აქვე უნდა ითქვას, რომ მანჩესტერელთა გუნდი მეკარე დავიდ დე ხეამ იხსნა. მან სულ მცირე ორი დარტყმა ბრწყინვალედ აიღო. დასკვნა...
რონალდუ შეიძლება რეალში დაბრუნდესო?
კაცმა არ იცის რამდენად მართალია, მაგრამ ესპანურ პრესაშიც კი წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება „რეალში“ დაბრუნდეს. მიზეზი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი საქმე გაურკვეველია. პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდზე“ 2021/22 წლების სეზონში დაბრუნდა. მანჩესტერამდე ის „იუვენტუსში“ თამაშობდა. კრიშტიანუმ „იუნაიტედში“ თავი გამოიჩინა — დღემდე, ყველა შეჯიბრებაში ერთად 12 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გერმანელი რალფ რანგნიკი, რომლის ხელშიც,...
იგივე ხალხი და შეცვლილი სქემა
„ოლდ ტრეფორდზე“ გუშინ შეხვედრას ახალი შეფი მართავდა — რალფ რანგნიკი. გერმანელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ 1:0 მოუგო. მანჩესტერელებმა სოლიდურად ითამაშეს და ფრედის ლამაზი გოლით გაიმარჯვეს. ინგლისელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ არასტაბილურობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „იუნაიტედის“ მიერ „არსენალის“ 3:2 ძლევის დროს შესამჩნევი იყო, ამ შეხვედრაში აღარ შეინიშნებოდა. ხოლო რანგნიკი იყო ერთადერთი, ვინ...
რანგნიკი — კლოპის აგენტი და ტუხელის მენტორი
რალფ რანგნიკი მანჩესტერში ჩავიდა როგორც მესია, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს და… საძულველი „ლივერპულისა“ და მისი მწვრთნელის იურგენ კლოპის უპირატესობას გააცამტვერებს. არადა, ძლიერი გუნდი რომ ჰყავთ, მერსისაიდელები თურმე სწორედ მის მადლიერები უნდა იყვნენ. ოცი წლის წინ რანგნიკის ბრძნულმა რჩევამ დააყენა კლოპი სწორ გზაზე, რამაც საბოლოოდ „ენფილდზე“ და ტრიუმფთან მიიყვანა. 2001 წელს, „იუნაიტედის“ ახლანდელი შეფი გერმანიის...









