კაცმა არ იცის რამდენად მართალია, მაგრამ ესპანურ პრესაშიც კი წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება „რეალში“ დაბრუნდეს. მიზეზი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი საქმე გაურკვეველია.
პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდზე“ 2021/22 წლების სეზონში დაბრუნდა. მანჩესტერამდე ის „იუვენტუსში“ თამაშობდა. კრიშტიანუმ „იუნაიტედში“ თავი გამოიჩინა — დღემდე, ყველა შეჯიბრებაში ერთად 12 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გერმანელი რალფ რანგნიკი, რომლის ხელშიც, ეჭვია, რომ ფორვარდმა შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში მუდმივი ადგილი დაკარგოს.
როგორც Football Insider წერს, „იუნაიტედში“ შექმნილ მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ძველი კლუბი „რეალი“ და თუ შეამჩნევს, რომ 36 წლის ვარსკვლავი რანგნიკის სისტემას ვერ ერგება, მის გამოსყიდვას შეეცდება.
რონალდუს „ოლდ ტრეფორდზე“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შეუძლიათ თანამშრომლობა კიდევ 12 თვით გააგრძელონ, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ფორვარდმა ნაადრევად წასვლა გადაწყვიტოს.
კრიშტიანუ რონალდუ „რეალის“ ლეგენდაა. მან მადრიდელთა თეთრი მაისურით 2009-18 წლებში 450 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
