კევინ დე ბრუინს აშკარად შერცხვა, როდესაც ბელგიისა და კანადის შეხვედრის შემდეგ მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ბელგიამ კანადელებს მიჩი ბატშუაის გოლით 1:0 მოუგო, მაგრამ ევროპულ გუნდს ეს გამარჯვება დიდად არ დაუმსახურებია. სათამაშო უპირატესობას მეტწილად ჩრდილო ამერიკელები ფლობდნენ. შეხვედრის განმავლობაში დე ბრუინი ბურთს 48-ჯერ შეეხო, აქედან ოთხჯერ საჯარიმოში ჩაკიდა და ოთხჯერ თანაგუნდელებს ბოლო პასი გადააწოდა....
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი
ვერტონგენს დასჯის ეშინია და ჩუმდება
35 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველი, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელი, დღეს „ანდერლეხტის” წევრი იან ვერტონგენი ამბობს, რომ ყატარის წინააღმდეგ ლაპარაკის ეშინია, რადგან თუ ასე მოიქცევა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნიან. ბელგია შეჯიბრებაში დღეს ერთვება, დღის ბოლო შეხვედრაში კანადას მასპინძლობს და ისევე როგორც ინგლისის კაპიტანს ირანთან შეხვედრაში, არც ბელგიელთა კაპიტანს ეკეთება სამკლავური წარწერით OneLove, რაც ლგბტქ+ თემის...
უღრიალა: თქვენ ვერ მოგვიგებთ!
საუდის არაბეთის ნაკრების მცველი ალი ალ-ბულაიში არ მალავს, რომ მისი გუნდის მეორე გოლის შემდეგ ლეო მესისთან მიიჭრა და უღრიალა. დიდი სენსაცია მოხდა, მთელი მსოფლიოს მიერ აუტსაიდერებად მიჩნეულმა საუდელებმა ფავორიტ არგენტინელებს 2:1 მოუგეს. შეგახსენებთ: ანგარიში არგენტინელებმა მესის პენალტით გახსნეს, რასაც შესვენების შემდეგ არაბებმა ხუთ წუთში ორი გოლით უპასუხეს. და როგორც კი საუდის არაბეთი დაწინაურდა, ალ-ბულაიში საზეიმოდ...
ყატარში ოთხ თამაშს საათზე მეტი დაემატა
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრას მეოთხე მსაჯებმა ჯამში 61 წუთი დაამატეს. დაწვრილებით ასე იყო: 5+5 ყატარისა და ეკვადორის პირველ შეხვედრაში; 14+13 ინგლისის და ირანის მატჩში; 2+9 სენეგალისა და ნიდერლანდების თამაშში; 4+9 კი აშშ-სა და უელსის დაპირისპირებაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სხვა სპორტია, რომელიც განსხვავდება იმისგან რასაც სერია A-ში ვუყურებთ. ჩვენს სტადიონებზე მეოთხე მსაჯები 5-6...
გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა
ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეკ გრილიშმა პირობა აასრულა — მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი თავისი პირველი გოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნას მიუძღვნა. ყატარი 22-ის მეორე დღეს ინგლისელებმა ირანს 6:2 მოუგეს. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ბოლო გოლი გაიტანა. ეს გახლდათ ინგლისის ნაკრების საუკეთესო სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც შეეხება 11 წლის ბავშვს, მას...
გლოვის თამაში
ყატარი 22-ის მეორე დღის ბოლო შეხვედრაში აშშ უელსთან ლიბერიის პრეზიდენტისა და „ფრანს ფუტბოლის” 1995 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატის ჯორჯ ვეას ვაჟის, 22 წლის ტიმოთი ვეას გოლით დაწინაურდა, მაგრამ 82-ე წუთზე გარეთ ბეილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაქვითა და… უელსელთა მცველი ნეკო უილიამსი ატირდა. უილიამსის მოჭარბებული ემოციურობის მიზეზი თამაშის წინა დღეს პაპის გარდაცვალება ყოფილა. როდესაც საფინალო...
ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს
ინგლისის ნაკრები პენალტების დარტყმაში მეკარეების გარეშე ემზადება. მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს თურმე თავისი პენალტისტების დაკომპლექსება არ უნდა, რის საშიშროებაც არის რადგან ვარჯიშებზე მეკარეები ბევრ დარტყმას იგერიებენ. ინგლისელებმა ევრო 2000-ის ფინალი იტალიასთან სწორედ თერთმეტმეტრიანებში წააგეს. 24 წლის მეკარე არსენალელი აარონ რემსდეილი ამბობს: „ფეხბურთელებმა პენალტები მეკარეებს რომ გვირტყან, ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს, რადგან მე უკვე მეცოდინება საით...
ანჩელოტის კაცი
მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
ორი ღამურა ყატარში
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში უგო გილამონი და ხოსე ლუის გაია მიემგზავრებიან. გილამონი 22 წლისაა, ის ბასკეთში, სან სებასტიანშია დაბადებული, თუმცა „ვალენსიას” აღზრდილია. ის ნახევარმცველია, მას „ლა როხას” შემადგენლობაში 3 თამაში აქვს ჩატარებული. ხოსე გაია კი „ღამურების” კაპიტანია. ის მარცხენა მცველად თამაშობს. 27 წლისაა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ქვემოთ...
ვინ მიდის ნაპოლიდან მსოფლიოზე?
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი. „ნაპოლის” ფეხბურთელებიდან ზოგი დანამდვილებით მიემგზავრება ყატარში, ზოგის საქმე კი გასარკვევია. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეინჯერსის” 3:0 დამარცხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები „სასუოლოსთან” შეხვედრისთვის მზადებაზე გადაერთნენ. ეს გახლავთ პირველი მატჩი იმ ხუთიდან, მსოფლიოს ჩემპიონატამდე რომ დარჩა სათამაშო. შემდეგ კი საკლუბო ფეხბურთში ხანგრძლივი უქმობა დაიწყება — მუნდიალის პირველი შეხვედრა 20 ნოემბერს ყატარსა...









