ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი

Home მსოფლიოს ჩემპიონატი
ვინ ფალკონი?
ჩანაწერი

ვინ ფალკონი?

პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრის დროს (2:0) მოედანზე ცისარტყელას ფერებით მორთული დროშიანი კაცი ჩახტა. ეს დროშა, მოგეხსენებათ ლგბტქ თემის სიმბოლოა, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცი მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს არ იცავდა. მას მაისურზე ეწერა: „პატივისცემა ირანელ ქალებს” და „გადაარჩინეთ უკრაინა”. როგორც გაირკვა ფართო სპექტრის პროტესტით დამუხტული ადამიანი იტალიელი მარიო ფერი გახლდათ, პესკარას მცხოვრები, მეტსახელად „ფალკონი”. ეს მისთვის...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ჩანაწერი

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...

საუთგეიტს ფოდენთან კონფლიქტი არ აქვს
ჩანაწერი

საუთგეიტს ფოდენთან კონფლიქტი არ აქვს

ჯეკ გრილიშმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაიცვა. მან თქვა, რომ საუთგეიტს ფილ ფოდენთან პრობლემა არ აქვს. 22 წლის ფოდენი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია. მან „მანჩესტერ სიტის” 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფოდენი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, ირანთან (6:2) შეცვლაზე შევიდა, მეორე ტურში...

ბრიუსელში არეულობა იყო
ჩანაწერი

ბრიუსელში არეულობა იყო

მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა მაროკოსთან 0:2 წააგო, რასაც ბრიუსელში ქუჩის არეულობები მოჰყვა. არ იფიქროთ, რომ წაგებით გაწბილებულმა ბელგიელმა გულშემატკივრებმა მოაწყვეს უწესრიგობები. ასე ამ ქვეყანაში მცხოვრებმა მაროკოელებმა იზეიმეს გამარჯვება: მათ ქალაქის ცენტრსა და რკინიგზის სადგურ მიდისთან მანქანები და სკუტერები დაწვეს. ერთ ჟურნალისტს სახეში მაშხალა მოხვდა. ახლა ბელგიელები 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე...

არგენტინა მერვედფინალში გავა, თუ…
ჩანაწერი

არგენტინა მერვედფინალში გავა, თუ…

არგენტინამ ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით მექსიკას 2:0 მოუგო და C ჯგუფში პოლონეთის შემდეგ საუდის არაბეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პოლონელებს 4 ქულა აქვთ, არგენტინელებსა და საუდელებს სამ-სამი. ბოლო ადგილზე ერთქულიანი მექსიკაა. ახლა ვნახოთ რა შემთხვევაში გავა მესის გუნდი ფლეი-ოფის ეტაპზე. არგენტინა ჯგუფში პირველ ადგილზე გავა თუ ის ბოლო ტურში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებს პოლონეთს,...

მაკკენი უზრდელია!
ჩანაწერი

მაკკენი უზრდელია!

ყატარში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მდიდარია როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა მომხდარი უცნაური ამბებით. „კორიერე დელო სპორტმა” მაგალითად, ყურადღება მიაქცია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელის, 24 წლის ვესტონ მაკკენის საქციელს, რომლითაც მან ინგლისთან შეხვედრაში „გამოიჩინა” თავი. იტალიური გაზეთის ასეთი ყურადღება მაკკენისადმი გასაგებია, ნახევარმცველი ხომ „იუვენტუსში” თამაშობს. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ რა გააკეთა მაკკენიმ...

პრემიერლიგა ამ სიგიჟეს არ იზამს!
ჩანაწერი

პრემიერლიგა ამ სიგიჟეს არ იზამს!

თუ ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი რამით იპყრობს ყურადღებას, ეს უპირველეს ყოვლისა მსაჯის დამატებული წუთების რაოდენობაა. პირველივე მატჩებიდან გულშემატკივარმა დაინახა, რომ სათამაშო დროს ემატებოდა უზომოდ ბევრი, მაგალითად 14 წუთი. და ყველას მყისვე გაუჩნდა კითხვა, ხომ არ გადავა დროის დამატების ეს ხერხი ეროვნულ ლიგებშიც? როგორც „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, სერია A ამას არ გამორიცხავს, პრემიერლიგას კი...

იმედით ცოცხლობს ინგლისელი ადამიანი
ჩანაწერი

იმედით ცოცხლობს ინგლისელი ადამიანი

ამერიკელებთან ინგლისელთა მოსაწყენი 0:0-ის ყურება იოლი საქმე არ იყო, მაგრამ ადამიანი იმედს ებღაუჭება. ასე არიან ინგლისელებიც. მათი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანთან ლაღად მოგებული 6:2-ის შემდეგ აშშ-ს ნაკრებს შეხვდა და… ჯგუფიდან გასვლა ვერ გაინაღდა. გრეგ ბერჰალტერის გუნდი კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა და უკეთესი მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო თამაში, სადაც ინგლისელ ფეხბურთელთა ცოლები და მეგობარი...

ნეიმარს ცრემლი წასკდა
ჩანაწერი

ნეიმარს ცრემლი წასკდა

ნეიმარმა ბრაზილიისა და სერბეთის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ცრემლი ვერ შეიკავა. ბრაზილიელებმა სერბებს 2:0 მოუგეს. „პარი სენ ჟერმენის” 30 წლის თავდამსხმელის წინააღმდეგ „ფიორენტინას” 25 წლის მცველმა ნიკოლა მელინკოვიჩმა იუხეშა. ნეიმარს 79-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა ნატკენ ადგილზე დაუყოვნებლივ დაადეს ყინული. ბრაზილიის ნაკრების ექიმმა თქვა, რომ ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად 24-დან 48 საათამდე დასჭირდება. უფრო ოპტიმისტური...

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა
ჩანაწერი

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა

განას ნაკრების აღშფოთებულმა მწვრთნელმა ოტო ადომ პორტუგალიასთან 2:3 წაგების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარი მიუძღვნეს. ლაპარაკია პენალტზე, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 65-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლის წყალობით კრიშტიანუ გახდა ერთადერთი მოთამაშე, ვისაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე დაულაშქრავს მოწინააღმდეგის კარი. გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 47 წლის განელი მწვრთნელი ამერიკელი მსაჯით ისმაილ ელფათით უკმაყოფილო გახლდათ. მისი...