ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი

Home მსოფლიოს ჩემპიონატი
კომპიუტერი შეცდა, მაგრამ ადამიანებმა მაინც მიაკითხეს
ჩანაწერი

კომპიუტერი შეცდა, მაგრამ ადამიანებმა მაინც მიაკითხეს

„კორიერე დელო სპორტი” გვახსენებს, რომ ნებისმიერი კომპიუტერი ცდება, სულ მცირე იჭედება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვენი სახლის კომპიუტერია თუ საგანგებოდ შექმნილი სუპერკომპიუტერი სუპერპროგრამით. ამასთან, შეცდომების ალბათობა ერთიორად იზრდება, როდესაც საქმე ეხება ისეთ ამოუცნობ ფენომენს, როგორიც არის ფეხბურთი. მაშ ასე, ყატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის პროგნოზიდან 20 დღეში BonusCodeBets-ის ჭკუის კოლოფი მოწყობილობა იძულებული გახდა „პირველი ჩვენება” შეეცვალა....

რატომ იცეკვა ტიტემ
ჩანაწერი

რატომ იცეკვა ტიტემ

„ტოტენჰემის” 25 წლის თავდამსხმელმა რიშარლისონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მერვედფინალურ შეხვედრაში (4:1), მესამე გოლი გაიტანა, ხოლო „სელეაოს” მწვრთნელმა ტიტემ ბიჭებთან ერთად „მტრედის ცეკვა” სწორედ მისი გოლის შემდეგ იცეკვა. ტიტეს ცეკვამ მსოფლიო მოიარა, ზოგმა იხალისა, ზოგი გაღიზიანდა, თავად მწვრთნელმა კი სიტყვა შეასრულა — თურმე ტიტეს რიშარლისონისთვის უთქვამს, თუ გოლს გაიტან, შენთან ერთად ვიცეკვებო. „ბიჭების...

შენც გეზეიმა, ბერნარდო
ჩანაწერი

შენც გეზეიმა, ბერნარდო

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას რა დღეც აყარა, ყველამ იცის — 6:1. ექვსიდან სამი გოლი „ბენფიკას” 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა გაიტანა, თითო კი დაამატეს ვეტერანმა პეპემ, „დორტმუნდის” რაფაელ გუერეირომ და „მილანის” რაფა ლეაომ. შვეიცარიელთა ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის” მცველმა მანუელ აკანჯიმ შეაგდო. პორტუგალია მეოთხედფინალშია, სადაც მაროკოს ხვდება, თუმცა დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე...

ცეკვავენ ვარსკვლავები
ჩანაწერი

ცეკვავენ ვარსკვლავები

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ კაპიტანს როი კინს ბრაზილიელების ცეკვა ყოველი გოლის შემდეგ არ მოეწონა. ბრაზილიამ სამხრეთ კორეას 4:1 მოუგო და ოთხივე გოლი ჯგუფური ცეკვით აღნიშნა. მეტიც, მესამე გოლის ზეიმს მწვრთნელი ტიტეც შეუერთდა, რაც ნამდვილად უცხო სანახავი იყო. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, კინს კი მისი ფეხბურთელების ქცევამ „ცეკვავენ ვარსკვლავები” გაახსენა. „თვალებს ვერ ვუჯერებ, — თქვა კინმა,...

სტერლინგი: მანამდე ნაკრებში ჩემი ფეხი არ იქნება!
ჩანაწერი

სტერლინგი: მანამდე ნაკრებში ჩემი ფეხი არ იქნება!

მღელვარებისგან ჭკუიდან გადასულმა რაჰიმ სტერლინგმა დაიფიცა, რომ ნაკრებს მანამ არ დაუბრუნდება, სანამ მისი ოჯახი სრულიად უსაფრთხოდ არ იგრძნობს თავს. გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ყატარიდან სასწრაფოდ შინ გაფრინდა, ვინაიდან ლონდონში მისი სახლი შეიარაღებულმა ყაჩაღებმა გაძარცვეს. ის „ჩელსის” მეოთხე ფეხბურთელია ვისი სახლსაც ბოლო რამდენიმე თვეში თავს დაესხნენ. ლონდონის პოლიცია ჯერ ვერ ან არ ამბობს არის...

ესპანეთიც და… ექვსნი ვართ
ჩანაწერი

ესპანეთიც და… ექვსნი ვართ

„ლა გაძეტა დელო სპორტი” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ფეხბურთში ევროპას კვლავ ცენტრალური როლი უჭირავს. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის  მერვედფინალში ოთხივე კონტინენტის წარმომადგენელს აქამდე არასდროს მოუყრია თავი, რაც ავსტრალიის დიდი დამსახურებაა („სოკერუ” ისტორიაში მეორედ გაცდა ჯგუფურ ეტაპს), აზიელთაგან კი იქ იყვნენ იაპონია და სამხრეთ კორეა, მაგრამ ბევრის მოლოდინის მიუხედავად „ბებერ კონტინენტს” პოზიციები არ დაუთმია. შანსი იმისა, რომ...

ჯგუფური ეტაპის ათი უძლიერესი დარტყმა-გოლი
ჩანაწერი

ჯგუფური ეტაპის ათი უძლიერესი დარტყმა-გოლი

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ ფიფამ გამოაქვეყნა ყველაზე ძლიერი დარტყმებით გატანილი გოლების ჩამონათვალი. ეს შესაძლებელი გახდა „ადიდასის” Al Rilha-ს ბურთებში ჩამონტაჟებული ტექნოლოგიის საშუალებით. გთავაზობთ უძლიერესი შედეგიანი დარტყმების ათეულს, სადაც ბოლო თხუთმეტწლეულის უდიდესი ფეხბურთელების კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დარტყმებიც შედის. 1 ლუის ჩავესი(მექსიკა) — 121,69 კმ/სთ ეს გახლავთ მექსიკელთა მეორე გოლი საუდის არაბეთის კარში....

კაი ჰავერცის ცუდი ფოტო
ჩანაწერი

კაი ჰავერცის ცუდი ფოტო

კაი ჰავერცი იძულებული იყო ორგანიზატორებისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გამოერთმია და კამერების წინ ეპოზიორა, რამაც გამწარებულ გერმანელ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია. „ჩელსის” თავდამსხმელმა კოსტა რიკას ორი გოლი გაუტანა. გერმანიამ 4:2 გაიმარჯვა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა. 23 წლის ვარსკვლავსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება უწევთ. E ჯგუფიდან, რომელშიც ისინი გამოდიოდნენ, მერვედფინალში იაპონია და ესპანეთი...

მიულერის სიტყვა გამოსათხოვარს ჰგავდა
ჩანაწერი

მიულერის სიტყვა გამოსათხოვარს ჰგავდა

აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც გერმანიის ნაკრები ჯგუფში რჩება. კოსტა რიკასთან 4:2 მწარე და ამაო გამარჯვების შემდეგ ვეტერანმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან (სავარაუდოდ) მიდის. როგორც ჩანს მან „ბუნდესმანშაფტში” თორმეტწლიანი კარიერა დაასრულა. „ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, — თქვა მიულერმა ARD-ს მიკროფონების წინ, — არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ამის შემდეგ ნაკრებში თამაში....

ალ თავადიმ 400-500 აღიარა
ჩანაწერი

ალ თავადიმ 400-500 აღიარა

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შეფმა ჰასან ალ თავადიმ TalkTV-ს ჟურნალისტ პირს მორგანთან საუბარში აღიარა, რომ მუნდიალისთვის სტადიონების, სასტუმროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ასეულობით მიგრანტი მუშა დაიღუპა. „ჯამში დაიღუპა დაახლოებით 400… 400-დან 500 მუშამდე. მე ზუსტი მონაცემი არ მაქვს”, — თქვა ალ თავადიმ, რომელმაც დასძინა, რომ უშუალოდ სპორტული ნაგებობების მშენებლობებზე სულ სამი კაცი გარდაიცვალა, თუმცა სხვა...