ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შეფმა ჰასან ალ თავადიმ TalkTV-ს ჟურნალისტ პირს მორგანთან საუბარში აღიარა, რომ მუნდიალისთვის სტადიონების, სასტუმროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ასეულობით მიგრანტი მუშა დაიღუპა.
„ჯამში დაიღუპა დაახლოებით 400… 400-დან 500 მუშამდე. მე ზუსტი მონაცემი არ მაქვს”, — თქვა ალ თავადიმ, რომელმაც დასძინა, რომ უშუალოდ სპორტული ნაგებობების მშენებლობებზე სულ სამი კაცი გარდაიცვალა, თუმცა სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე მუშაობამ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა.
„ერთი სიკვდილიც ძალიან ბევრია — ეს მარტივია და ყველასათვის გასაგები. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტი ყოველწლიურად იზრდება. ყოველ შემთხვევაში, იმ სარბიელებზე რომლებზეც ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი, ასე იყო. თქვენ გყავთ პროფკავშირები — გერმანული, შვეიცარიული… მათ გაწეული სამუშაო მაღალ დონეზე შეაფასეს”, — თქვა ალ თავადიმ.
მსოფლიო პრესა კი წერს, რომ სინამდვილეში ყატარის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიღუპა 15 ათასამდე მიგრანტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
