ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი

Home მსოფლიოს ჩემპიონატი
ლიოვის ბოლო კვირა
ჩანაწერი

ლიოვის ბოლო კვირა

იცით რა არის ვატუტინკი? ეს გახლავთ დასახლებული პუნქტი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. სწორედ იქ შეხვდა ჟურნალისტებს ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი და მსოფლიოს ჩემპიონთა დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მას შეახსენეს, რომ გუნდმა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ცუდად ითამაშა, რაზეც ლიოვმა მიუგო: „ამ შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა თავისი...

ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა
ჩანაწერი

ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღე დარჩა, ირანის ნაკრებს კი შეჩვეული და მორგებული „ნაიკის” ბუცები გახადეს. და ვინ იზამდა ამას თუ არა რადიკალური ნაბიჯებით ცნობილი და ცოტაც ექსცენტრული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხუმრობის გარეშე: კარლუშ კეირუშის გუნდს პარასკევს პეტერბურგში მაროკოსთან თამაში აქვს, „ნაიკმა” კი გამოაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს. მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 2015 წელს...

გზად ღრიალი გაატანეს
ჩანაწერი

გზად ღრიალი გაატანეს

ილქაი გუინდოგანი ლევერკუზენის „ბაიარენას” გასახდელში თავჩახრილი შეიძურწა. გულშემატკივარმა მას ობსტრუქცია მოუწყო. სტვენამ და ღრიანცელმა გერმანიის ნაკრების საუდის არაბეთთან 2:1 გამარჯვებაც გადაფარა. ხალხის რეაქციამ ძლიერ იმოქმედა ბუნდესმწვრთნელ იოაჰიმ ლიოვზეც. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ამხანაგური, მოსამზადებელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. მოგვიანებით, გუინდოგანმა „ტვიტერზე” გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მან დაწერა, რომ გულშემატკივრის სტვენის მიუხედავად ის მაინც მადლიერია, რომ გერმანიისთვის...

რუსები საომრად ემზადებიან!
ჩანაწერი

რუსები საომრად ემზადებიან!

რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისელებს უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებათ, ვიდრე პერუს და ჩინეთს… მოიგონე ამის მერე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში. ის, რომ ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელ ქვეყანაში გაიყიდა, სრულიად ლოგიკურია. რუსებმა 796 875 ბილეთი შეიძინეს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გავიდა და სადაც ფეხბურთზე დიდად არც გიჟდებიან. ამერიკელებმა 80 161 ბილეთი შეიძინეს. შემდეგ მოდიან...

ატარებს ყატარი?
ჩანაწერი

ატარებს ყატარი?

რასაც ქვემოთ მოგახსენებთ ჭორია, მაგრამ ის არაბულმა საიტმა Arabic Urgent-მა გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და სადაც მის გავრცელებაში ამდენი ხალხი ჩარეულა, ბარემ ჩვენც ვთქვათ: ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რის გამოც დიდი შანსია აზიურ ქვეყანას მასპინძლობა ჩამოართვან. ასახელებენ ორ სათადარიგო ვარიანტს: ინგლისსა და აშშ-ს. ორივე დღესვე მზადაა მუნდიალს უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, ინგლისს...

თერთმეტი ბრაზილიელი
ჩანაწერი

თერთმეტი ბრაზილიელი

რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ოთხი თვეა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს უკვე შეუძლია ზუსტად დაასახელოს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. UOL Esportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ტიტემ ის თერთმეტი კაცი ჩამოთვალა, რომელიც E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს: ალისონი; მარსელო, მირანდა, მარკინიოსი, დანი ალვეში; პაულინიო, რენატო აუგუსტო, კაზემირო; ნეიმარი, კოუტინიუ, გაბრიელ ჟესუსი. ჩამოთვლილთა გარდა ტიტემ ის...

ინგლისური ოცნება — 2030
ჩანაწერი

ინგლისური ოცნება — 2030

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს სწამთ, რომ მათ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მოსაწყობად ყველა პირობა აქვს. ევროპას რუსეთის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ მასპინძლობის შანსი 2030-ში ეძლევა და ინგლისელებმა გადაწყვიტეს ეს უფლება მოიპოვონ, თუმცა მოვლენების ფორსირებას არ აპირებენ. ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “სანს” უთხრა: “კარგად ვიცით, რომ თუკი მიზნის მიღწევა გვინდა, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, არავითარ შემთხვევაში არ...

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება
ჩანაწერი

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება

ზუსტად ხუთ წელიწადში, 21 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. წესით უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები გვპირდებიან დაიწყებაო. სკანდალი კი იცოცხლე, იმდენია. ყატარსა და ფიფას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს (აბა, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის ნახევარკუნძულზე რა უნდოდაო), სტადიონებს იაფფასიან მიგრანტ მუშებს აშენებინებენო და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ყველაფერი საეჭვო თუ არა, უცნაური ნამდვილად არის. იმაზე, რომ შეჯიბრების ზაფხულიდან ზამთარში გადატანა...

საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს
ჩანაწერი

საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს

“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა. “ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო...