ჭდე: მონცა

Home მონცა
ოსიმენისთვის საგოლე პასის მიწოდება ძებრინს მოუწევს
ჩანაწერი

ოსიმენისთვის საგოლე პასის მიწოდება ძებრინს მოუწევს

დღეს, სერია A-ს 35-ე ტურში იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი” მონცაში თამაშობს. ამ შეხვედრას პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არც ერთი გუნდისთვის აქვს და არც მეორესთვის. ერთადერთი, 83 ქულიანი „აძური” 2018 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობით დამყარებულ საკუთარ რეკორდს თუ შეუტევს — მაშინ გუნდმა ჩემპიონატი 91 ქულით დაასრულა. თავის მხრივ, ბრიანცელებს მიუხედავად იმისა, რომ თავი ქუდში აქვთ, შეიძლება ცხრილში რაც...

ნეაპოლელებს მონცაში არ უშვებენ
ჩანაწერი

ნეაპოლელებს მონცაში არ უშვებენ

„ნაპოლის” ფანებს მონცაში ზეიმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ეს ცნობა პირველმა „კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაულმა გაზეთმა დაწერა, რომ ნეაპოლელ გულშემატკივარს კვირას, საქართველოს დროით 17 საათზე, მონცაში სერია A-ს თამაშზე დასწრება აეკრძალა. მიზეზი: გზად, ავტომაგისტრალებზე სახიფათო გადაკვეთებია სადაც შეიძლება ნეაპოლელები უდინელ გულშემატკივრებს გადაეყარონ და დიდი შეხლა-შემოხლა მოხდეს. „უდინეზე” იმავე დღეს, იმავე საათზე ფლორენციაში „ფიორენტინასთან” თამაშობს. შარა-გზაზე...

კიეზამ ნავსი გატეხა
ჩანაწერი

კიეზამ ნავსი გატეხა

ფედერიკო კიეზამ, რომელიც „ნაპოლისთან” 1:5 წაგების შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად გააკრიტიკეს, „მონცასთან” სათასო შეხვედრაში გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან” მასიმილიანო ალეგრიმ მას მარჯვენა ფრთის კონტროლი დაავალა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ კიეზამ ქართველის გაუვნებელყოფაში თანაგუნდელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. იტალიელს 378 დღის განმავლობაში მეტოქის კარში ბურთი არ ჰქონდა გატანილი და აი, ნავსი გატყდა. ენრიკო კიეზას 26...

ოსიმენი კვარას შესახებ
ჩანაწერი

ოსიმენი კვარას შესახებ

სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ” „მონცას” 4:0 მოუგო. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ნეაპოლელთა ნიგერიელი ცენტრ-ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იყო. მან ოთხიდან ერთი გოლი შეაგდო. მატჩის დამთავრების შემდეგ ოსიმ Dazn-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით”. კვარაცხელიას შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალე მოთამაშეა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა...

კვარაცხელიას შოუ: ორი ოვაცია
ჩანაწერი

კვარაცხელიას შოუ: ორი ოვაცია

შოუ გახურდა. „მარადონა” სავსეა ენთუზიაზმით, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბიჭები საუცხოოდ ირჯებიან, საბრალო „მონცა” წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პერიოდულად კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ შთაგონებული „ნაპოლის” გაჩერება ვერ შეძლო. ამ გუნდს მეტოქის ნოკაუტში (Knock Out) ჩაგდება შეუძლია, ოღონდ ამჯერად სიტყვა ნოკაუტში კვარაცხელია-ოსიმენს ვგულისხმობთ (Kvaratskhelia-Osimhen-ის აბრევიატურა). მათი გოლების თანმიმდევრობა იგივე იყო, რაც ვერონაში, ოღონდ ნეაპოლში უფრო ეფექტური გამოვიდა. „ნაპოლიმ”...

ბერლუსკონის ახალი ამბიციები
ჩანაწერი

ბერლუსკონის ახალი ამბიციები

იტალიური „მონცა,“ რომლის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი, მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის დამატებას აპირებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მაიორალი ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეს“ ღირსებას იცავს და კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება. მას ადრეც უთამაშია იტალიაში, „რომას“ შემადგენლობაში (2020-22 წლებში). მაშინ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და...

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი
ჩანაწერი

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 6 მილიონ ევროს თუ გადაუხდიან, გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან კონფლიქტის მიუხედავად, თანახმაა ერთი წლითაც დარჩეს „მილანში“. შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში იანვრიდან ბურთაობს და სეზონის მეორე ნახევარში 3,5 მილიონი ევრო ერგება. თუ „მილანი“ ზლატანის პირობებს არ დააკმაყოფილებს, მას სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ ეპატიჟება, რომელსაც ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობს. „მონცა“ წლეულს სერია C – ში...