„ნაპოლიმ” მონცას მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით 2:0 მოუგო და 6 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. ქვემოთ გთავაზობთ ციტატებს, თუ როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს იტალიური საიტები ამ შეხვედრაში calciomercato — 7.0 „მონცასთან“ თამაში კვარაცხელიასთვის ყოველთვის საგანგებოა. „მონცა“ ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ ჩემპიონობის წელიწადს მან „მარადონაზე“ თავისი პირველი გოლები გაიტანა. მერედა რა გოლები. ჯერ...
ჭდე: მონცა
ნეაპოლში კვლავ მსაჯს უჩივიან
„ნაპოლიმ” „მონცას” სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა და ძერბინს ასეთივე დანაშაულები აპატია. მთავარი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე იყო, როდესაც პორტალის აზრით არბიტრმა „ნაპოლის”...
შეფასებები: ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა
„ნაპოლიმ” მონცაში 4:2 მოიგო. ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ნატკენმა ფეხმა „ატალანტასთან” სერია A-ს წინა ტურის შეხვედრა გამოატოვებინა. ამჯერად ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო და სხვადასხვა პორტალებისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 მაშინაც, როდესაც საქმე კარგად არ მიდიოდა, ბურთს რომ მოიხელთებდა გაგრძელებას ეძებდა და სახიფათო ხდებოდა. შეცვალეს, რადგან ტრავმა ბოლომდე მოშუშებული...
კალცონა მონცაში სამ კაცს შეცვლის
„ატალანტასთან” შინ 0:3 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცი ფრანჩესკო კალცონა „მონცასთან” სტუმრობისთვის ემზადება. სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე მე-8 ადგილზე მყოფ ნეაპოლელთათვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით კონფერენციის ლიგაზე გამსვლელი პოზიცია „ატალანტას” უჭირავს — ბერგამოელები „ნაპოლის” 5 ქულით აღემატებიან და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „აძურის” 7 ქულით უსწრებს ევროპის ლიგაზე გამსვლელი „რომა”, ჩემპიონთა...
საუკეთესო, რომელმაც საუკეთესო მომენტი ვერ გამოიყენა
„მარადონაზე” „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრა 0:0 დასრულდა. გაგაცნობთ შეფასებებს, რომლებიც ნეაპოლურმა საიტებმა მასპინძელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. calciomercato 5,5 – მუდამ მოვლენათა ცენტრში იყო, ბევრს გადაადგილდებოდა და „მონცას” დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ ისეთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, რომ ეს შეცდომა გუნდს ლოდად დააწვა. areanapoli 6 – ბევრს მოძრაობდა, გუნდი მის თამაშზე იყო აწყობილი, გოლის გატანამდე...
მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ
„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს ვხედავ. დღეს წესის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხუთი თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, Dazn-ის მიკროფონების წინ „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და განაგრძო: „ამ შეხვედრაში ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში ვერ შევაგდეთ. ძველ ამბებს შევეშვათ. დღევანდელ შეხვედრას თუ გადავხედავთ,...
ბერლუსკონი გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საფეხბურთო კლუბ „მონცას“ და „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი იტალიელი ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე დღეს, 2023 წლის 12 ივნისს დასრულდა. წლეულს აპრილში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი ლეიკემიით იყო დაავადებული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისა და სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის...
სპალეტი: გასახდელში ასეთი რამ არასდროს მინახავს
„მონცამ” „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებას ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ეს კვირას, გუნდების დაპირისპირების წინ მოხდა. ტელეეკრანიდან ყველამ ნახა, თუ როგორ მოუწყეს მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობთ — იმას, რის შესახებაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავად ილაპარაკა. „როდესაც გასახდელში შევედით, კედელზე დაგვხვდა წარწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნაპოლი!. ასეთი რამ არასდროს...
ეტყობოდა, რომ წაგებას ვერ ეგუებოდა
„ნუთუ გუშინდელს მერე არავის გაგიჩნდათ „ნაპოლისთვის” ლოცვის სურვილი? ეს გუნდი ხომ ბოლო დროს ამუხრუჭებს და ამუხრუჭებს. მონცაში იტალიის ჩემპიონი გაზარმაცებული და უზუსტო იყო. თუმცა, როგორ გინდა არ გშთანთქას იმ კლიმატმა, რომელიც გარშემო მეფობს. მერედა, თავად თამაში იყო იმდენად არაფრისმომცემი, რომ სპალეტიმ მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს დაუთმო ასპარეზი” — წერს ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო”, მაგრამ იქვე დასძენს,...
სპალეტი: ხვიჩა სტრატოსფეროდან არის
„ნაპოლიმ” მონცაში წააგო, „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კი ამ წაგებას უმტკივნეულო უწოდა. მეორე მხრივ, მილანური გაზეთი აქებს მასპინძელთა გუნდს, რომელმაც ჩემპიონს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის საგანგებოდ ჰკითხეს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ქართველი გარემარბი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, რათა თავისი გუნდის ჩამქრალი თამაში აენთო. „როდესაც ბურთი სხვებს აქვთ, მან რაღაც...









