იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საფეხბურთო კლუბ „მონცას“ და „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი იტალიელი ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე დღეს, 2023 წლის 12 ივნისს დასრულდა.
წლეულს აპრილში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი ლეიკემიით იყო დაავადებული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისა და სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი „მილანს“ 1986 წლიდან 2016 წლამდე ფლობდა, 2018 წლიდან კი „მონცას“. პოლიტიკოსი პარტია „წინ იტალიის“ ლიდერი გახლდათ და ასევე სამჯერ ეკავა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი (1994, 2001-2006 და 2008-2011 წლებში).
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
