საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის წინ პოდგორიცეში მონტენეგროს ეროვნულ გუნდს 3:1 მოუგო. ამ შეხვედრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი pobjeda სტატიაში „საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო” (სათაური სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი) წერს: „მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელისთვის რობერტ პროსინეჩკისთვის საშინაო მარცხი საქართველოსთან ზედიზედ მეორე გამოდგა. წინა შეხვედრა გუნდმა სტუმრად ბელგიასთან წააგო (0:2). ორივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი ჩემპიონობის პრეტენდენტია, მეორე კი...
ჭდე: მონტენეგრო
ჯერ პლეი ოფი, ივნისში ამხანაგური…
საქართველოს ეროვნული გუნდი 2024 წლის პირველ ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს, მონტენეგროსთან გამართავს. ეროვნული გუნდი მონტენეგროს პოდგორიცაში, „გრადსკი სტადიონზე“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველო – მონტენეგროს მესამე მატჩი იქნება, ორჯერ გუნდები ერთმანეთს მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ, მაშინ მონტენეგროში ჩვენები 1:2 დამარცხდნენ, თბილისში კი ფრედ, 0:0 ითამაშეს. საქართველოს მაშინ არგენტინელი რაულ ექტორ კუპერი თავკაცობდა.
საფრანგეთი ჩარჩა, იტალია საფრთხეშია
ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეორე ტურის მატჩები დაიწყო და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასული რამდენიმე გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა. D ჯგუფში ასეთი ლიეტუვა და მონტენეგროა. ბალტიისპირელებმა დღეს მექსიკა გაანადგურეს – 96:66, ხოლო მონტენეგრომ 98:74 ეგვიპტეს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ბოლო ტურში შეხვდებიან. H ჯგუფიდან კი კანადა და ლატვია გავიდნენ....
მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
თბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი. პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს. მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში...
ვუძღვნი სომხეთს
ევროპული და განსაკუთრებით სომხური მედიის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად სოცქსელში გამოქვეყნებული ერთი პატარა ფრაზაც საკმარისი აღმოჩნდა – „ამ გამარჯვებას სომხეთს ვუძღვნი!“. ფრაზის ავტორი მონტენეგროს ნაკრების მეკარე ანდრეა დრაგოევიჩი გახლავთ. რომელ გამარჯვებაზეა საუბარი? ჩერნოგორიამ აზერბაიჯანს ერთა ლიგის მატჩი 2:0 მოუგო და ფრაზაც მაშინვე გაჩნდა. დრაგოევიჩი მესამე წელია, სომხეთში თამაშობს და ამჟამად „ალაშკერტის“ ღისებას იცავს. ბუნებრივია, სომხურმა მედიამ...




