საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო

Home კატეგორიის გარეშე საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო
საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის წინ პოდგორიცეში მონტენეგროს ეროვნულ გუნდს 3:1 მოუგო. ამ შეხვედრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი pobjeda სტატიაში „საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო” (სათაური სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი) წერს:

„მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელისთვის რობერტ პროსინეჩკისთვის საშინაო მარცხი საქართველოსთან ზედიზედ მეორე გამოდგა. წინა შეხვედრა გუნდმა სტუმრად ბელგიასთან წააგო (0:2). ორივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი ჩემპიონობის პრეტენდენტია, მეორე კი დებიუტანტი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გუნდმა გვაჩვენა, რომ კონტინენტურ შეჯიბრებაზე შემთხვევით არ მოხვედრილა, ხოლო ჩერნოგორიას სასექტემბრიდ, ერთა ლიგის შეჯიბრებისთვის სახის სერიოზული ცვლა მოუწევს. „შევარდნები” დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ. შეხვედრამ ისიც დაგვანახა, თუ რა მნიშვნელოვანი ძალაა გუნდისთვის სტევან იოვეტიჩი (მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე) და რამდენად აკლდნენ მას სტეფან სავიჩი და ადამ მარუშიჩი…

…ქართველებმა მეტოქეზე მარტივად და კონკრეტულად ითამაშეს. ალბათ მეტი ენთუზიაზმითაც, რადგან ეს გერმანიაში გამგზავრებამდე მათი ბოლო გამოცდა იყო…

…საბოლოოდ, ევროზე გამგზავრების წინ საქართველომ რწმენის ინექცია მიიღო, ცრნა გორამ (მონტენეგრომ) კი რეცეპტი იმისა თუ როგორ არ უნდა ითამაშოს ერთა ლიგაში”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.